ტრანსპორტირების მარშრუტის ცვლილების და ფასის ზრდის გამო, უცხოეთში ქართული ღვინო გაძვირდება - ზურაბ რამაზაშვილი

ტრანსპორტირების მარშრუტის ცვლილების და ფასის ზრდის გამო, უცხოეთში ქართული ღვინო გაძვირდება - ზურაბ რამაზაშვილი

access_time2022-08-03 16:00:59

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ქართველი ღვინის ექსპორტიორებისთვის პროდუქციის მიწოდების მარშრუტი გაზარდა, რაც შესაბამისად ფასზეც მოახდენს გავლენას და ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირდება. 


,,თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თუ ადრე ქართველ მეღვინეებს რუსეთის გავლით, ანუ უფრო მოკლე გზით უწვდათ უცხოეთში ღვინის გატანა, არსებულ ვითარებაში მარშრუტმა ევროპაში გადაინაცვლა, რამაც ტრანსპორტირების ხარჯები გაზარდა.


„საომარი მოქმედებების გამო გადატვირთვები შეჩერებულია ან ძალიან შენელებულად მიმდინარეობს. უკრაინის მიმართულებით გზა ძალიან გაძვირდა, რადგან შემოვლითი გზით გვიწევს პროდუქციის მიწოდება, პირდაპირი მიმართულება აღარ არსებობს. თუმცა არა მარტო უკრაინის შემთხვევაში, გზა გაძვირდა ყველა მიმართულებით, რადგან ადრე უმეტეს შემთხვევაში რუსეთის გავლით ხდებოდა ქართული ღვინის ტრანსპორტირება, ეს ყველაზე მოკლე გზა იყო როგორც პოლონეთისკენ ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ. ახლა ეს ძველი მარშრუტი აღარ არის, ევროპის გავლით გვიწევს გადაზიდვა და შესაბამისად ტრანსპორტირება გაძვირდა. საბოლოოდ უცხოელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის გაძვირდება, რადგან ჩვენ მართალია აქ არ შეგვიცვლია ფასები, თუმცა გზის ღირებულებას მყიდველი იხდის და შესაბამისად ადგილზე ჩასული ღვინის ფასი გაიზრდება. კონკრეტულად რამდენით და როდის მოიმატებს, ამაზე საუბარი ჯერ რთულია“,  აღნიშნავს ზურაბ რამაზაშვილი.



რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს,  ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ ზომები წინასწარ მიიღეს და ომის დაწყებამდეც შეაჩერეს გადაზიდვები რუსეთის და უკრაინის მიმართულებით. მისი ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის წილი ჯამურად მთელი წარმოების დაახლოებით 25%-ს შეადგენდა.


,,ომია და მაქსიმალურად გვაქვს ჩვენი რისკები გათვლილი. უკრაინა ისედაც გასაგებია, მაგრამ ღვინო ვერც რუსეთში შეგვაქვს. ვაკვირდებით მდგომარეობას, დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენთვის რუსეთს დიდი წილი არ უჭირავს, რაც ნიშნავს, რომ ალტერნატივა გვაქვს. ცხადია, დანაკარგი იქნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის რუსეთს არ უჭირავს პირველი ადგილი და არც უკრაინის ბაზარია გადამწყვეტი, ჯერჯერობით სერიოზული ზარალს არ განვიცდით“, - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე ანუ 2021 წელს საქართველოდან 107 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რომლიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 250 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელს, როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რუსეთის ბაზარზე 62 115 759 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა (131 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ს შეადგენს. იგივე მონაცემმა უკრაინის შემთხვევაში 12 921 321 ბოთლი შეადგინა (25 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ღვინის ექსპორტის 10%-ია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up