„ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ე.წ შუა დერეფანი, რომლის მნიშვნელოვანი მონაკვეთი საქართველოზე გადის, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება“

„ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ე.წ შუა დერეფანი, რომლის მნიშვნელოვანი მონაკვეთი საქართველოზე გადის, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება“

access_time2022-07-01 13:40:00

„თანამედროვე გამოწვევებსა და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიღწევებზე ევროკომისართან და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორთან პროდუქტიული შეხვედრები წარიმართა. ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, რომლის მნიშვნელოვანი მონაკვეთი საქართველოზე გადის, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ეს სწორედ ის მონაკვეთია, სადაც უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დღეს ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ევროპის სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქარსელაძემ, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის სატრანსპორტო დღეების (Connecting Europe Days 2022) ფარგლებში, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ადინა-ლიონა ვალეანისთან და ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორ ჰენრიკ ჰოლოლეისთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. მინისტრმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის უწყებების, ევროკომისიისა და ევროპის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელების ერთობლივ დახურულ შეხვედრაში.



ირაკლი ქარსელაძის თქმით, შეხვედრებზე განიხილეს როგორც სატრანსპორტო სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები, ისე უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი სირთულეების ეფექტიანი გადაჭრის საშუალებები.




„ვიმსჯელეთ იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია როგორც გეგმის შესაბამისად, ისე ახალი გარემოებებიდან გამომდინარე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს ისეთი განვითარების დონე, რომ მისი ჩართულობა უკვე ევროკავშირის ქვეყნების და ევროპის სატრანსპორტო და საგზაო ქსელის განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება“, -აღნიშნა მინისტრმა.



ირაკლი ქარსელაძემ ევროკომისიის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up