ტრამპმა მილიარდერები კიდევ უფრო გაამდიდრა

ტრამპმა მილიარდერები კიდევ უფრო გაამდიდრა

access_time2017-03-04 12:00:25


2016 წლის 8 ნოემბრის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მილიარდერები 207 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ. თუმცა ეს მოგება განაწილდა არათანაბრად - ტრამპის არჩევამ გაამდიდრა ამერიკელი, ჩინელი და რუსი მილარდერები, მექსიკელები კი დაზარალდნენ.

 

Bloomberg-ის მონაცემებით, 207-მილიარდიანი ზრდის შედეგად, დედამიწის 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება გაიზარდა 4,6 ტრლნ. დოლარამდე. კერძოდ, 2016 წლის 8 ნოემბრის შემდეგ 171 ამერიკელი მილარდერი გამდიდრდა 85 მლრდ დოლარით - მათი ჯამური ქონება ამჟამად შეადგენს 1,9 ტრლნ დოლარს.

 

რეიტინიგის დანარჩენი 329 მილიარდერი გამდიდრდა 122 მლრდ.-ით და მათი აქტივები გაიზარდა 2,7 ტრლნ. დოლარამდე.

 

ამერიკელების გარდა ყველაზე დიდი სარგებელი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ მოუტანა რუს და ჩინელ მილიარდერებს.

 


რუსებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა ტრამპის დაპირებები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ. Bloomberg-ის მონაცემებით, რუსი მლილარდერები გამდიდრნენ 10,5%-ით, ანუ 24.4 მლრდ დოლარით და შესაბამისად, დღეს მათი ქონება შეადგენს 256 მლრდ. დოლარს.

 

36 ჩინელი მილიარდერის ქონება 2016 წლის 8 ნოემბრის შემდეგ გაიზარდა 13,2%, ანუ 39,2 მლრდ დოლარით და ამჟამად შეადგენს 336 მლრდ. დოლარს.

 

ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მკაცრად აკრიტიკებდა ჩინეთის პოლიტიკას და იმუქრებოდა ამერიკაში ჩინური იმპორტის შეზღუდვით.

 

გასაგები მიზეზების გამო დანაკარგებს ითვლიან მექსიკელი ბიზნესმენები. ტრამპის ანტიიმიგრაცულმა პოლიტიკამ, მექსიკასთან კედლის მშენებლობის და იქ მყოფი ამერიკული საწარმოების უკან დაბრუნების გეგმებმა შეამცირეს მექსიკის 8 უმდიდრესი ადამიანის ქონება 5,1%-ით. კერძოდ, ლათინური ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანის და გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის" უმსხვილესი ინვესტორის კარლოს სლიმის ქონება შემცირდა 4,2 მლრდ დოლარით. თუმცა სიღარიბე მას მაინც არ ემუქრება - დანაკარგების შემდეგაც კი მისი ქონება შეადგენს 50, 7 მლრდ დოლარს.

 

 

 



„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up