ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის ფოლადის დიზაინის ბარიერი დაამტკიცა

ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის ფოლადის დიზაინის ბარიერი დაამტკიცა

access_time2018-12-22 14:52:48

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის შემოთავაზებული დიზაინის ერთ-ერთი ვარიანტი დაამტკიცა. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა.

“ჩვენი ფოლადის ბარიერის დიზაინი აბსოლუტურად ეფექტური და ამავე დროს ლამაზია”, – დაწერა ტრამპმა.

21 დეკემბერს, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ (ამერიკის კონგრესის ქვედა პალატა) მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული თანხის გამოყოფას მხარი 217-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი – 185 კონგრესმენი იყო.


ახლა კანონპროექტი სენატს (კონგრესის ზედა პალატას) გადაეგზავნება, რომლის უმრავლესობაც აცხადებს, რომ თანხის დამტკიცებას ეწინააღმდეგება.

იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, მაშინ დოკუმენტს ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

ამერიკის ლიდერი წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას მიესალმა. დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter- ზე პალატის წევრებს მადლობა გადაუხადა და გადაწყვეტილების მიღებისას კანონმდებლები ენთუზიაზმისთვის შეაქო.

ipress 

თეგები:
ტრამპი



ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-25 21:00:12
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველოში კოვიდინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 74 200  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 762  ახალი შემთხვევა.     2....

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up