ტრამპმა ალაბამაში აბორტების აკრძალვის საკითხზე დუმილი დაარღვია

ტრამპმა ალაბამაში აბორტების აკრძალვის საკითხზე დუმილი დაარღვია

access_time2019-05-19 22:15:36

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალაბამას შტატში აბორტების აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა, წერს - BBC-ი.


„მე ძალიან უდრეკი პოზიცია მაქვს და აბორტებს მხარს ვუჭერ სამ შემთხვევაში: ეს არის გაუპატიურება, ინცესტი და დედის სიცოცხლის დაცვა“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აბორტების საკითხი 2020 წლისთვის საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იქნება.


ალაბამას და მისურის შტატებში აბორტების აკრძალვის შემდეგ, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას კიდევ 16 შტატი ცდილობს.



17 მაისს აშშ-ში, მისურის შტატის სენატმა, რომელშიც მანდატების უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის, ფეხმძიმობის მერვე კვირის შემდეგ, მათ შორის ინცესტისა და გაუპატიურების შემთხვევაშიც, აბორტების ამკრძალავი კანონპროექტი მიიღო. ამის შესახებ ტელეარხი CBS-ი იუწყება.


15 მაისს აბორტის აკრძალვას მხარი ალაბამის შტატის სენატმა დაუჭირა. კანონში შესული ცვლილებების თანახმად, აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. კანონის დამრღვევ ექიმებს 99 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


მიმდინარე წლის აპრილში ფეხმძიმობის ადრეულ ვადებზე აბორტები ოჰაიოს შტატში აკრძალეს. მანამდე კი მსგავსი აკრძალვები ხუთ შტატში მიიღეს, თუმცა სამ მათგანში კანონპროექტი სასამართლოებმა დაბლოკეს, ერთში მისი ამოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო, კიდევ ერთში კი კანონპროექტს შტატის გუბერნატორი განიხილავს





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up