ტრამპის არჩევის შემდეგ ჯორჯ სოროსმა 1 მლრდ. დოლარი დაკარგა

ტრამპის არჩევის შემდეგ ჯორჯ სოროსმა 1 მლრდ. დოლარი დაკარგა

access_time2017-01-16 19:30:57

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ თითქმის 1 მლრდ. დოლარი დაკარგა - წერს The Wall Street Journal-ი.

 

ტრამპის გამარჯვების შემდეგ მეორე დღეს ჩამოიშალა ამერიკული საფონდო ინდექსები, რაზეც დადო ფსონი ბირჟის არაერთმა მოთამაშემ, მათ შორის ჯორჯ სოროსმა. თუმცა მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა და ინდექსებმა მოიმატა 10%-ით, რამაც სერიოზულად აზარალა მილიარდერი.


Wall Street Journal -ის აზრით, სოროსის გადაწყვეტილება დაედო ფსონი ბაზრის დაცემაზე იყო მცდარი და მან მოუტანა ინვესტორს სერიოზული ზარალი.


სოროსი ჰეჯ-ფონდის Soros Fund Management-ის მართვას 2016 წელს დაუბრუნდა. ამ ეტაპზე კომპანია მართავს მის კუთვნილ 30 მლდრ. დოლარს. მისი აქტივები საბოლოო ჯამში დანაკარგების მიუხედავად გაიზარდა 5%-ით - თუმცა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლი ბირჟაზე.

 


სოროსის ყოფილი მოადგილე სტენლი დრაკენმიკლერი, რომელთანაც ერთად მან იშოვა 1 მლრდ. დოლარი ბრიტანული ფუნტის წინაამღდეგ თამაშით 1992 წელს, ივარაუდა, რომ საბოლოო ჯამში ბაზარი გაიზრდებოდა და აირჩია სხვა ტაქტიკა - მან არ დადო ფსონი ბაზრის ჩამოშლაზე ტრამპის არჩევის შემდეგ. ამიტომაც 2016 წელს მისი კომპანია გაიზარდა 10%-ით.

 

ჯორჯ სოროსი არის ჰეჯ-ფონდის Soros Fund Management-ის დამფუძნებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.

 

ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით მისი ქონება შეადგენს 25 მლრდ. დოლარს.

 

 

ავტორი: forbes.ru



„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...


მსგავსი სიახლეები

up