ტრამპი: თუ საჭირო გახდება, აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გავა

ტრამპი: თუ საჭირო გახდება, აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გავა

access_time2019-08-14 21:15:13

თუ საჭირო გახდება, აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან (WTO) გავა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ The Straits Times-ი ავრცელებს.


მისივე თქმით, WTO-ს წესები სხვა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აშშ საკუთარი გამდიდრებისთვის გამოიყენონ.


მაგალითად ტრამპმა ჩინეთი დაასახელა, რომლის მრეწველობამაც WTO-ში გაწევრიანების შემდეგ სწრაფი ზრდა დაიწყო. ამასთან ერთად ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და პეკინი, ფაქტობრივად, სავაჭრო ომის მდგომარეობაში არიან.


„თუ საჭირო გახდება, დავტოვებთ ამ ორგანიზაციას. ვიცით, რომ წლების განმავლობაში გვიყენებდნენ, მაგრამ ასე აღარ გაგრძელდება“, - განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, Shell-ის ქიმიური ქარხნის მუშებთან შეხვედრაზე.



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან აშშ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 10%-იან ტარიფს დაუწესებს.


აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო. 2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ 5140 დასახელების პროდუქტს 20-დან 25%-მდე ჩინეთიც ბეგრავს.


აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.



imedinews




ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს
access_time2019-11-20 17:30:54
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს წარუმატებელი და მატყუარა ხელისუფალი ქვეყნის მმართველობიდან. კითხვააზე პასუხი, ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორ...

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი ტერორშია

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი  ტერორშია
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები შესაძლოა აიკრძალოს

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები შესაძლოა აიკრძალოს
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...


მსგავსი სიახლეები

up