ტრამპი შეეცდება მსოფლიო ლიდერებს გაეროს რეფორმირებაზე ესაუბროს

ტრამპი შეეცდება მსოფლიო ლიდერებს გაეროს რეფორმირებაზე ესაუბროს

access_time2017-09-05 09:40:38

„აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეეცდება, მსოფლიო ლიდერები 18 სექტემბერს გაეროს რეფორმირებაზე დაითანხმოს. ამ თემაზე საუბარი გაეროს შტაბ-ბინაში ერთ-ერთ შეხვედრაზე იქნება, ამერიკულმა მხარემ უკვე მოამზადა დეკლარაციის პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - იუწყება Reuters.

 

სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტი შედგება 10 პუნქტისგან, მათ შორის ერთ-ერთი მოითხოვს გაეროს „ეფექტურ და მიზანშეწონილ რეფორმას“.

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ გენერალური მდივნის ინიციატივას გაეროს სტრუქტურაში კონკრეტული ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ორგანიზაციას შეეძლოს სამშვიდობო და ჰუმანიტარული ინიციატივების უკეთესი შეთანხმება“ - ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.


 

ამერიკული მხარე ასევე მოითხოვს „გაეროს სხვადასხვა ორგანოების ზედმეტი და მადუბლირებელი ფუნქციების შემცირებას“.

 

მანამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება გაეროს ბიუჯეტში აშშ-ს ზედმეტად  დიდი წილის გამო, ითხოვდა ორგანიზაციის დაფინანსების შემცირებას და აფასებდა გაეროს, როგორც „კლუბს, სადაც ადამიანები მოდიან იმისთვის რომ კარგად გაატარონ დრო და ბევრი ილაპარაკონ“.

 

 



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up