ტრამპი სამუშაო ვიზების გაცემის პროცედურების გამკაცრებას აპირებს - უკრაინელ პროგრამისტებს შესაძლოა, ამერიკის დატოვება მოუწიოთ

ტრამპი სამუშაო ვიზების გაცემის პროცედურების გამკაცრებას აპირებს - უკრაინელ პროგრამისტებს შესაძლოა, ამერიკის დატოვება მოუწიოთ

access_time2016-11-27 18:00:47

 

აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უკვე გაახმოვანა თავისი პირველი ოფიციალური ინიციატივა, მათ შორის - სამუშაო ვიზების გაცემის წესების გამკაცრება. დონალდ ტრამპის თქმით, ასეთი ვიზები უნდა გაიცემოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პოზიციაზე ვერ მოიძებნა ამერიკელი კანდიდატი.

 


ამ იდეამ გამოიწვია სერიოზული შეშფოთება უკრაინაში და ეს გასაგებიც არის - 1996 წლიდად ოფიციალური მონაცემებით უკრაინა დატოვა 200 000 პროგრამისტმა. მათ შორის სავარაუდოდ, 100 000-120 000 ამჟამად იმყოფება აშშ-ში.

 


კომპანია GlobalLogic-ის ინფორმაციით, უკრაინელი IT-სპეციალისტების რაოდენობა ამერიკაში მუმდივად იზრდება. კონკრეტულად აღნიშნული კომპანიის თანამშრომელთა 20%  უკრაინელია.



შტატებში მიდიან არა მარტო ცალკეული პიროვნებები, არამედ მთლიანი ჯგუფები. მაგალითად, უკრაინული სტარტაპი Viewdle შეიძინა Google-მა, რის შემდეგაც კომპანიის მთლიანი შემადგენლობა - 20 კაცი  სამუშაოდ ამერიკაში გადავიდა.



ტრამპის ინიციატივის ერთ-ერთი მოტივაცია არის დემპინგური ხელფასები. მისი აზრით, ღარიბი ქვეყნებიდან წამოსული სპეციალისტები იღებენ შედარებით დაბალ ანაზღაურებას და ეს ხელს უშლის ამერიკელი სპეციალისტების დასაქმებას. თუმცა, სავარაუდოთ, ეს მორიგი მითია.

 

 

GlobalLogic-ში ამბობენ, რომ აშშ-ში არის ძალიან დიდია მოთხოვნა ინჟინერულ ტალანტებზე, ხელფასი კი დამოკიდებულია მათ კვალიფიკაციაზე და თავის თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარზე. ამ სიტუაციაში მოქალაქეობას და ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს.

 

 

„კარგი ინჟინერი, რომელმაც იცის თავისი საქმე, აუცილებლად იქნება წარამტებული, იმის მიუხედავათ რომელ ენაზე ლაპარაკობს - უკრაინულზე თუ ინგლისურზე" - ამბობენ კომპანიაში.

 


აქედან გამომდინარე, ამერიკული კომპანიები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ კადრებს, მათ შორის უცხოელებსაც - ისინი იბრძვიან იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თვლიან შეუცვლელებად, ხარჯავენ დიდ თანხებს საიმიგრაციო ადვოკატებზე და ამით ეხმარებიან უცხოელ სპეციალისტებს სამუშაო ვიზის მიღებაში.

 


დონალდ ტრამპის ინიციატივა შესაძლებელია გახდეს კრიტიკის საგანი, მათ შორის მისის თანაგუნდელების მხრიდან - კერძოდ მისი მომხრე, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველობს დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი მაიკლ სეიშენსი პირიქით, გამოდის სპეციალისტებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების ინიციატივით.

 


Sigma Software Inc-ის დირექტორის ალექსეი სტოლეშნის აზრით, ამერიკაში ახლაც არის ძალიან ბევრი სამუშაო მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის. ამიტომაც კომპანიები კბილებით დაიცავენ თავიანთ თანამშრომლებს ეროვნების და მოქალაქეობის მიუხედავათ.

 

 

„ლეგალურად მომუშავე პროგრამისტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაძლებელია ამერიკულმა კომპანიებმა მეტი ინვესტიციები ჩადონ განათლებაში და მიიღონ მეტი ამერიკელი სპეციალისტი, თუცმა ამას დაჭირდება გარვეული დრო. თანაც ეს იქნება გამოწვევა უკრაინელი პროგრამისტებისთვის. კონკურენცია ყოველთბის და ყველასთვის სასარგებლოა" - თვლის ის.

 


არსებობს უცხოელების დასაქმების კიდევ ერთი ვარიანტი - მათ მიეცემათ მუშაობის საშუალება კომპანიების წარმომადგენლობებში სხვა ქვეყნებში - მაგალითად უკრაინელ სპეციალისტს გააგზავნიან სამუშოად ლონდონში, ან კიდეც სადმე.

 

 


GlobalLogic-ში თვლიან, რომ მოთხოვნა ინჟინრებზე და ტექნიკურ სპეციალობებზე შტატებში მხოლოდ გაიზრდება და თუ ქვეყანა კვლავაც ვერ მოახერხებს საკმარისი რაოდენობის კადრების მომზადებას, კომპანიებს მაინც მოუწევთ უცხოელების დაქირავება - რაც არ უნდა თქვას ტრამპმა.

 


„მთელს მსოფლიოში არსებობს მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტი. თუ ამერიკული კომპანიები არ აიყვანენ სამსახურში უკრაინელს ან პოლონელს - მაშინ ვის? ამერიკელ ავტობუსის მძღოლს? ეს ხომ აბსურდია" - ამბობს ალექსეი სტოლეშნი.

 

 

ასეა თუ ისე, ექსპერტები თვლიან, რომ კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი დღეს აწუხებს მთელს მსოფლიოს და აშშ არ არის გამონაკლისი. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სავიზო შეზღუდვები შეეხოს მოთხოვნად უცხოელ, მათ შორის, უკრაინელ სპეციალისტებს.

 


ავტორი: liga.net

 



ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up