ტრამპი კრიტიკოსებს: თუ აქ თავს უბედურად გრძნობთ, შეგიძლიათ წახვიდეთ

ტრამპი კრიტიკოსებს: თუ აქ თავს უბედურად გრძნობთ, შეგიძლიათ წახვიდეთ

access_time2019-07-16 21:15:54

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა კრიტიკოსებს, რომლებიც დემოკრატი კონგრესმენი ქალების მიმართ გაკეთებულ მის განცხადებებს რასისტულს და სექსისტურს უწოდებენ.


„ჩვენ არასდროს ვიქნებით სოციალისტური ან კომუნისტური ქვეყანა. თუ აქ თავს უბედურად გრძნობთ, შეგიძლიათ წახვიდეთ! ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი არჩევანია. ამერიკა უნდა გიყვარდეს, ზოგიერთებს კი ჩვენი ქვეყანა სძულთ... ისინი ეწინააღმდეგებიან ისრაელს, მხარს უჭერენ „ალ-ქაიდას“, 11 სექტემბრის ტერაქტზე კი ამბობენ, რომ „გარკვეულმა ადამიანებმა რაღაც ჩაიდინეს“. ულტრამემარცხენე რადიკალები ღია საზღვრებს ითხოვენ, რაც ნიშნავს ნარკოტრაფიკს, დანაშაულის ზრდას, ტრეფიკინგს და ა.შ. დროებითი განთავსების ცენტრები საკონცენტრაციო ბანაკები არაა! ამერიკა ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა - განახლებული შეიარაღებული ძალები, ყველაზე მაღალი საფონდო ბაზარი, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და დასაქმებულთა ყველაზე დიდი რიცხვი. შევინარჩუნოთ ამერიკის სიდიადე!“, - წერს ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რასიზმში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც Twitter-ზე დემოკრატი კონგრესმენი ქალების წინააღმდეგ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მათ „კორუმპირებული ქვეყნებიდან ჩამოსულები“ უწოდა და თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

სამი კონგრესმენი ქალი: ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, რაშიდა ტლაიბი და აიანა პრესლი აშშ-ში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ხოლო მეოთხე კონგრესმენი ქალი ილჰან ომარი სომალიში დაიბადა, შტატებში საცხოვრებლად კი ბავშვობაში წავიდა.





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up