ტრამპი - ირანთან ომზე: იმედია ეს არ იქნება

ტრამპი - ირანთან ომზე: იმედია ეს არ იქნება

access_time2019-05-16 22:30:29

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის რეალური ომი არ დაიწყება.



სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შვეიცარიის პრეზიდენტ უელი მაურერთან შეხვედრის წინ განაცხადა. კითხვაზე, იქნება თუ არა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ომი, ტრამპმა განახცხადა - „იმედია, არა“.



გასულ კვირას აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.




გადაწყვეტილება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ნაწილიდან გასვლას მოჰყვა. სანქციები ირანის ლითონის მოპოვებას შეეხება, რომელიც ამ ქვეყნისთვის ნავთობის შემდეგ უდიდესი ინდუსტრიაა.    


თუმცა ტრამპმა თქვა, რომ ირანის ლიდერთან შეხვედრის და მოლაპარაკებების იმედს იტოვებს.


2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს რანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.



ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა. როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა. 



imedinews.ge






გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up