ტრამპი: ჩინეთი ცდილობს, არჩევნებში აღარ გავიმარჯვო

ტრამპი: ჩინეთი ცდილობს, არჩევნებში აღარ გავიმარჯვო

access_time2020-04-30 23:00:55

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რომ ნოემბერში მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებში არ გაიმარჯვოს.

 

საინფორმაციო სააგენტო როიტერისთვის ოვალურ ოფისში მიცემულ ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა ჩინეთის შესახებ მკაცრად და კრიტიკულად ისაუბრა და თქვა, რომ ის არაერთ სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს იმის თაობაზე, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს ჩინეთის ქმედებებს ვირუსთან დაკავშირებით. ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, - თქვა მან ტარიფების თუ სხვა ზომების შესაძლო გამოყენების თაობაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხად. ვიკვლევთ, რა მოხდა.

 

დონალდ ტრამპი ჩინეთს აქტიურად აკრიტიკებს. ამერიკის პრეზიდენტი პეკინს ინფორმაციის დამალვაში და პანდემიის გავრცელების მასშტაბებში ადანაშაულებს. პანდემიამ შეერთებულ შტატებში სულ მცირე 60 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა ამერიკული ეკონომიკაც.

 

ამერიკის პრეზიდენტს თავადაც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ შეერთებული შტატები საკმარისად და დროულად მომზადებული არ შეხვდა ვირუსის გავრცელებას. თუმცა, ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთს მსოფლიოსთვის უფრო ადრე უნდა ეცნობებინა ვირუსის შესახებ.


 

ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მე ამ [ნოემბრის საპრეზიდენტო] არჩევნებში დავმარცხდე, - ამბობს ტრამპი. მისი თქმით, პეკინს პრეზიდენტის დემოკრატი ოპონენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება სურს, რათა მან ის წნეხი შეამსუბუქოს, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა ქვეყანას ვაჭრობისა და სხვა მიმართულებით შეუქმნა. ისინი (ჩინეთის მთავრობის წევრები) გამუდმებით იყენებენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, პიარს იმისთვის, რომ თავი უდანაშაულოდ წარმოაჩინონ, - დასძინა მან.

 

რაც შეეხება იმ გამოკითხვებს, რომელთა თანახმადაც წინასაარჩევნო მარათონში ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს, ტრამპი ამბობს, რომ ამ გამოკითხვების არ სჯერა. ამასთან, ის განმარტავს, რომ მისი აზრით, ეს არჩევნები არ იქნება ერთგვარი რეფერენდუმი იმის თაობაზე, თუ როგორ უმკლავდება ის ვირუსთან დაკავშირებულ კრიზისულ სიტუაციას.

 

არ მჯერა გამოკითხვების. მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ხალხი გონიერია და არ მგონია, რომ ისინი არაკომპეტენტურ ადამიანს გაამარჯვებინებენ, - ამბობს პრეზიდენტი.

 

წყარო: ამერიკის ხმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up