ტრამპი Boeing-ზე: მათ ადგილას რებრენდინგს დავიწყებდი, მაგრამ მე რა ჯანდაბა ვიცი?

ტრამპი Boeing-ზე: მათ ადგილას რებრენდინგს დავიწყებდი, მაგრამ მე რა ჯანდაბა ვიცი?

access_time2019-04-15 21:30:31

დონალდ ტრამპი კომპანია Boeing-ის მიერ წარმოებული ორი თვითმფრინავის ჩამოვარდნას საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა:

"მე რა ვიცი ბრენდინგის შესახებ, იქნებ არაფერი (თუმცა პრეზიდენტი გავხდი!), მაგრამ Boeing-ის ადგილას Boeing 737 MAX-ს შევაკეთებდი, დამატებით შესანიშნავ ფუნქციებს შევძენდი და თვითმფრინავის რებრენდინგს მოვახდენდი ახალი სახელით. არცერთ პროდუქტს არ განუცდია მსგავსი დარტყმა. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე რა ჯანდაბა ვიცი?"


ეგახსენებთ, რომ ეთიოპიაში Boeing 737 Max 8 მარტში ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი. ოქტომბერში Lion Air-ის ავიახაზების კუთვნილი ამავე მოდელის თვითმფრინავი ინდონეზიაში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას მაშინ 189 ადამიანი ემსხვერპლა.



ავიაკატასტროფების შემდეგ ამ მოდელის თვითმფრინავების ფრენები გააუქმა ჩინეთმა, ბრაზილიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, ეთიოპიამ, კანადამ და აშშ-მა.



თეგები:
ტრამპი Boeing



აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up