აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიკლ ბლუმბერგის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას მისი ცხოვრების მთავარ სირცხვილად აფასებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„პატარა მაიკლ ბლუმბერგი ახლახან გამოეთიშა საპრეზიდენტო მარათონს. დიდი ხნის წინ შემეძლო მისთვის მეთქა, რომ მას საამისოდ საჭირო თვისებები არ აქვს და მილიარდ დოლარს დაზოგავდა. ახლა სახის შენარჩუნება სურს და მძინარე ჯოს კამპანიაში ჩადებს ფულს, თუმცა არაფერი გამოვა!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დღეს მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მაიკლ ბლუმბერგი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩაერთო, მხოლოდ რეკლამაზე დაახლოებით 500 მილიონი დოლარი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ 3 მარტს გამართულ „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერიზე მაიკ ბლუმბერგმა ვერც ერთ შტატში ვერ გაიმარჯვა.
Imedinews.ge