ტრამპი ბიზნესმენებს შეხვდა – საინტერესო დეტალები შეხვედრიდან

ტრამპი ბიზნესმენებს შეხვდა – საინტერესო დეტალები შეხვედრიდან

access_time2016-12-15 20:00:16

 

დონალდ ტრამპსა და ამერიკულ ტოპ კომპანიების ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. გამოცემა Business Insider-ი შეხვედრას სტატიას უძღვნის, რომელსაც commersant.ge მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

 

"ოთახი ქვეყნის უდიდესი კომპანიების ლიდერებით იყო სავსე: Apple, Facebook, Cisco, Intel, Microsoft, IBM, Oracle, Amazon, Tesla და სხვები. შეხვედრას 25 ადამიანი ესწრებოდა - აქედან 4-ს კი ტრამპის შვილები იყვნენ. და თუკი თავად ტრამპსაც ჩავთვლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნეს-ლიდერებთან შეხვედრაზე დამსწრეთა 20%-ს ტრამპის ოჯახი შეადგენდა. ეს არის ნეპოტიზმი, რასაც არადემოკრატიულ ქვეყნებში მუდმივად ვგმობთ.

 

ტრამპი ბიზნესიდან ჯერჯერობით არ წასულა და სავარაუდოდ, პრეზიდენტის ბიზნესს მისივე შვილები გადაიბარებენ - სწორედ ისინი, ვინც ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრაზე სხედან. ამას კი, კლეპტოკრატიის გარდა, ვერაფერს ვუწოდებთ," აღნიშნავს სტატიის ავტორი, მარკ სასტერი.

 


 

იმ ლიდერებს შორის, რომლებიც მაგიდასთან ისხდნენ, ყველაზე ცუდი ურთიერთობა ტრამპთან Amazon-ის დამფუძნებელს და Washington Post-ის მფლობელს, ჯეფ ბეზოსს აქვს. Twitter-ის საშუალებით ორივე მათგანი ერთმანეთს საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდა. რამდენიმე თვის წინ ბეზოსმა ტრამპს კოსმოსური ხომალდით კოსმოსში გაფრენაც კი ურჩია, ხოლო ტრამპმა Washington Post-ს ტენდენციური და არაობიექტური გამოცემა უწოდა.

 


მოსალოდნელი იყო, რომ ბეზოსი შეხვედრას არც დაესწრებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ბეზოსის თქმით, „ახლადარჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრა პროდუქტიული იყო. მე ვიზიარებ შეხედულებას, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ინოვაციები თავის ერთ-ერთ დასაყრდენად უნდა აქციოს, რაც ქვეყანას ახალ სამუშაო ადგილებს მოუტანს. ეს ეხება არამარტო ტექნოლოგიურ, არამედ ყველა ინდუსტრიას," – აღნიშნა Amazon-ის ხელმძღვანელმა.

 


თავის მხრივ, ტრამპმა ბიზნეს ლიდერების მიღწევებს ხაზი გაუსვა და მათთან თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვა. „მე აქ იმისთვის ვარ, რათა თქვენ დაგეხმაროთ. ჩვენ გვსურს, რომ გამაოგნებელი ინოვაციები კვლავ შემოგვთავაზოთ და იცოდეთ, რომ მსოფლიოში თქვენი მსგავსი ადამიანები არ არიან," განაცხადა ტრამპმა.
რამდენად დაიჯერეს აღნიშნული სიტყვების გულწრფელობა, ჯეფ ბეზოსის, ლარი პეიჯისა (Google) და შერილ სენდბერგის (Facebook) სახის გამომეტყველებაში შეგვიძლია დავინახოთ.

 

 

 

ავტორი: Business Insider

 



ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა
access_time2022-01-19 18:00:57
2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით 12.645 მლრდ კვტ/სთ-მდე, მოხმარება კი 13.1%-ით 13.753 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმპორტმა კი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა, საიდანაც 1 მლრდ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო ავრცელებს.   2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში რომელიმე დიდი ჰესი არ შესულა და არც ახალი...

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს
access_time2022-01-19 20:00:19
გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინისთვის, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაშია. უკრაინის ელჩს გერმანიაში ანდრეი მელნიკს კი არ სურს ბერლინის ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება და კვლავაც დაჟინებით ითხოვს იარაღის მიწოდებას, თანაც კონკრეტულ სახეობებს ასახელებს. „პირველ რიგში საუბარია საბრძოლო ხომალდებზე, რომლებიც საუკეთესოა მსოფლიოში და რომლებიც ჩვენ უკიდურესად გვჭირდება შავი და აზოვის ზღვების გრძელი სანაპიროების დასაცავად“, -...

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ - პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ - პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი
access_time2022-01-19 15:00:00
საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობის მეთაური ამბიონზე მიიწვია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ...


მსგავსი სიახლეები

up