ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

access_time2020-07-04 20:00:13

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან.

დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი.

პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული შტატები მსოფლიოში გამოკვეთილად ლიდერობს როგორც ინფიცირების (2 781 025), ისე სიკვდილობის (130 813) მაჩვენებლებით. ამ ეტაპზე, კოვიდ-19-ის გართულებით გარდაცვლილი ამერიკელების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთად აღებულ შემდეგ სამ განვითარებად ქვეყანაში: ბრაზილია, რუსეთი და ინდოეთი.

ტრამპს უარყოფითი გამოხმაურებები აქვს მასშტაბურ ანტირასისტულ გამოსვლებზე რეაქციის კუთხითაც, და ახლა უკვე ავღანეთში მებრძოლ ამერიკელ ჯარისკაცებთან დაკავშირებული სკანდალის გამოც. ამ ყველაფრის ფონზე, პრეზიდენტმა 30 ივნისს "ტვიტერზე" დაწერა: "მარტოხელა მებრძოლი"!

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთრი თავი წინააღმდეგობებთან მებრძოლ ერთადერთ ჯარისკაცად წარმოაჩინა. სავარაუდოდ, ესეც საარჩევნო კამპანიის ნაწილია.

THE LONE WARRIOR!

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 30, 2020


ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, რომელიც პიუს კვლევითმა ცენტრმა 30 ივნისს გამოაქვეყნა, ტრამპი ბაიდენს 10 პროცენტით ჩამორჩება. გამოკითხულ ამერიკელთა შორის, რეგისტრირებული ამომრჩევლების 54% მხარს ბაიდენს უჭერს, ტრამპს კი - 44% ემხრობა.

პრეზიდენტის მომხრეებს ეს მონაცემები არ აშინებთ. ისინი 2016 წლის არჩევნებს იგონებენ და ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ეტაპზე, დაახლოებით ამ დროს, ივნისში, ის ჰილარი კლინტონსაც 10 პროცენტით ჩამორჩებოდა, თუმცა არჩევნებზე მისი დამრცხება მაინც მოახერხა.

"მკვლევარები ქვიშაში რამდენიმე მარცვალს უყურებენ, მთელი სანაპიროს ნაცვლად. ერთადერთი გამოკითხვა, რომელიც ფასობს, არის 2020 წლის 3 ნოემბერი" - ამბობს ლინდა ტროკინი, სემინოლის საგრაფოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ფლორიდის შტატში.

იმედს არ კარგავს არც მისი კოლეგა ტეხასის შტატის, დალასის საგრაფოში - როდნი ანდერსონი. მისი თქმით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის "დამსახურებები წინა პლანზე წამოიწევს" და ეს რეალური გამოწვევა იქნება ჯო ბაიდენისთვის, რომელიც "სიტყვებს თავს ვერ უყრის".

 

სავარაუდოდ, რესპუბლიკელი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიასაც სწორედ ეს გათვლა აქვს. დონალდ ტრამპი ხშირად ხმარობს გამოთქმას "ჩუმი უმრავლესობა" და ამით მიანიშნებს, რომ გამოკითხვების უმეტეს ნაწილში ბაიდენის დაწინაურების მიუხედავად, მას მეტი მხარდაჭერა აქვს იმ ადამიანებისგან, ვინც არჩევნებამდე ძალიან არ აქტიურობს.

 

ამერიკის ხმა

თეგები:
ტრამპი



გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს
access_time2020-08-08 11:23:58
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით...

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება
access_time2020-08-08 10:10:35
პირველად ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში - ახალი გზა ავტომობილის შესაძენად! დიახ, ნამდვილად! შეგიძლიათ ეწვიოთ www.extra.ge, აირჩიოთ სასურველი ავტომობილი, დაათვალიეროთ და გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი დააჭიროთ შეძენას, გადაიხადოთ და ავტომობილი თქვენია... მოგიყვანენ, გადმოგცემენ გასაღებს და სულ მწვანეზე გევლოთ, სადაც გაგიხარდებათ! ეს ყველაფერი Extra.ge-სა და KIA-ს...

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?
access_time2020-08-08 10:24:19
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერაც ერთადერთი იმედია საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა - გადაიხადა თუ არა ადეკვატური საფასური რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის, ისტორიის გადაწერისთვის და მზარდი აგრესიისთვის? რაზეა დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მეტი მეტი მხარდაჭერა და რეაგირება? სოხუმში ევროკავშირზე გაბრაზდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...


მსგავსი სიახლეები

up