ტრამპი – არ მომწონს, როცა ფულს ვაძლევთ ქვეყნებს, რომლებიც კორუმპირებულები არიან

ტრამპი – არ მომწონს, როცა ფულს ვაძლევთ ქვეყნებს, რომლებიც კორუმპირებულები არიან

access_time2019-10-03 18:30:13

ეს არის გაიძვერობა და იცით მასში ვინ მონაწილეობს? თქვენისთანა ხალხი და ფეიქნიუსის გამავრცელებელი მედია, რომელიც ქვეყანაში არსებობს, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვას მის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ.


ტრამპის გაღიზიანება განსაკუთრებით „როიტერსის“ ჟურნალისტის შეკითხვამ გამოიწვია, რომელმაც პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რის გაკეთებას სთხოვდა ის უკრაინის პრეზიდენტს ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებით.


„ჩემი საუბრის თემა უკრაინაში კორუფცია იყო. არ მომწონს, როცა ფულს ვაძლევთ ქვეყნებს, რომლებიც კორუმპირებულები არიან. არ მსურს, ადვილად მოსატყუებელი ქვეყანა ვიყოთ,“ – განაცხადა ტრამპმა და ჟურნალისტს მოუწოდა, უხეშობას ნუ იჩენდა.



25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ “დემოკრატებმა” პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა კონგრესის “დემოკრატი” წევრების ვარაუდი იმის შესახებ, რომ 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტის – ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.


გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში მარია იოვანოვიჩი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმდინარე კვირაში ჩვენებას მისცემენ.



IPN.GE


თეგები:
ტრამპი



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up