პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, შეერთებულ შტატებში იმიგრაციას დროებით წყვიტავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განაცხადა.
უხილავი მტრის შეტევის ფონზე და ასევე, ჩვენი დიდებული ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, მე აღმასრულებელ ბრძანებას მოვაწერ ხელს, რომ დროებით შეჩერდეს იმიგრაცია შეერთებულ შტატებში! - დაწერა პრეზიდენტმა.
ამერიკის ხმა