ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით კორპუსებში გაზის დეტექტორების დაყენება წელს არ მოხდება

ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით კორპუსებში გაზის დეტექტორების დაყენება წელს არ მოხდება

access_time2019-10-16 12:15:07

ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით კორპუსებში გაზის დეტექტორების დაყენება, რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, წელს არ მოხდება.


„ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკის სამინისტროში მოიკითხა, რა სტადიაზეა საკითხზე მუშაობა. როგორც სააგენტოს უწყებაში განუცხადეს, ტექნიკურ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც ბუნებრივი აირის დეტექტორების გამოყენების ვერსიასაც მოიცავს, ამჟამად მიმდინარეობს, ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.


“მიმდინარეობს სამუშაო პროცესი ტექნიკურ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ მომხმარებელი იყოს მაქსიმალურად დაცული, ბუნებრივი აირის მოწყობილობების მონტაჟი მოხდეს ლიცენზირებული, პროფესიონალი სპეციალისტების მიერ და განხორციელდეს მკაცრი კონტროლი გაზის არასწორი მოხმარებით გამოწვეული უბედური შემთხვევების პრევენციისთვის. ამ მიზნის მისაღწევად კერძო სექტორთან ერთად მუშავდება სხვადასხვა სქემები, მათ შორის დეტექტორების გამოყენების ვერსიაც. საბოლოო შედეგები ასახული იქნება ტექნიკური რეგლამენტის პროექტში “, - განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.



შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას, 28 იანვარს განაცხადა, რომ ახალაშენებულ კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდებოდა, ხოლო ძველ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეღავათიან პაკეტს შესთავაზებდნენ.


საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ზამთრის ბოლო სეზონზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში, მათ შორის 16 იანვარს, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.


ipn.ge





კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up