ტრაგედიები გზებზე - პარლამენტარების მორალური პასუხისმგებლობა

ტრაგედიები გზებზე - პარლამენტარების მორალური პასუხისმგებლობა

access_time2017-03-23 09:00:10

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ 11 წლის გოგო დაიღუპა... გარდაცვლილი 70-ზე მეტი ბავშვი,დაშავებული 3 ათასზე მეტი მცირეწლოვანი - ეს ბოლო 3 წლის სტატისტიკაა. დაღუპული 581 და დაშავებული 9 951 ადამიანი - ეს მონაცემები კი 2016 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს ასახავს. ეს არის პერიოდი, როდესაც საქართველოს პარლამენტს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება შეეძლო, მაგრამ სხვა „მნიშვნელოვანი" საქმეების გამო ეს არ გააკეთა. ამდენი ხანია კანონპროექტი პარლამენტში ხან თაროზე შემოდეს არჩევნებამდე, ხან უბრალოდ, ამისთვის ვერ მოიცალეს, ხანაც მიზეზებს ეძებენ, რომ გამკაცრებული რეგულაციები დროულად არ ამოქმედდეს. სწორედ ამიტომ, სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს გამკაცრებულ კანონს, გზებზე მომხდარ ყველა ტრაგედიაში, რომელშიც მძღოლის ბრალეულობა დასტურდება, საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება.

 

კანონის შეცვლა ხელს უწყობს ადამიანების ქცევის შეცვლას, ამის მაგალითია ის, რომ დღეს საჭესთან ყველა ღვედს იკეთებს, ყველა მძღოლი აჩერებს წითელზე. ევროპაში მოქალაქეების თვითშეგნება მაღალი იმიტომ კი არ არის, რომ ხალხი უფრო მორალურად მაღალი დონისაა, იმიტომ, რომ იქ მოქმედებს ისეთი კანონები, რომლებიც ადამიანების ქცევის წესს აყალიბებენ. და თუ საქართველოშიც არ ამოქმედდა ასეთი კანონები, თუ არ გამკაცრდა გზებზე მოძრაობის წესები, ავარიების რაოდენობა არ შემცირდება.  


22 მარტს დილით, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც „ბე ემ ვეს" მარკის ავტომობილი ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი, ამ დრომდე კლინიკაში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.

 


პოლიციის ცნობით ამ ინცინდენტში ორი ავტომობილი ფიგურირებს. შს სამინისტროში ამბობენ, რომ ორივე მძღოლი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ავტომობილის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამ ტიპის დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისიწინებს.

 

საგზაო უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის გამკაცრების გარდა, პრობლემას წარმოადგენს არსებული კანონის ეფექტურად აღსრულებაც. პოლიციელები კანონდარღვევაზე თვალებს ხუჭავენ. შესაბამისად, მორალური პასუხისმგებლობა თითოეულ იმ პოლიციელსაც ეკისრება, ვინც კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინა.

 

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულ, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, პირველი მოსმენით მხარი ორი კვირის წინ დაუჭირეს. თუმცა, ამ ტრაგიკული შემთხვევების მიუხედავად, რეგულაციების გამკაცრებას ისევ არ ჩქარობენ - „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სხვა ნორმატიულ აქტებში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა, პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, მომავალი კვირისთვის არის ჩანიშნული. კანონპროექტის დამტკიცების ვადები კი, ისევ უცნობია.

 

 



სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...


მსგავსი სიახლეები

up