მოხდებოდა თუ არა ტრაგედია შატილის გზაზე, რომ არა სამთავრობო სტრუქტურების გულგრილობა?!

მოხდებოდა თუ არა ტრაგედია შატილის გზაზე, რომ არა სამთავრობო სტრუქტურების გულგრილობა?!

access_time2020-08-25 10:00:57

შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება, - ვკითხულობთ შსს-ს მიერ 23 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში შატილის ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში კი ვკითხულობთ- სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება:  საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. (საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 13).

 

რადგანაც შსს-მ თავად აღნიშნა განცხადებაში, რომ ძებნითი სამუშაოები რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში და შეზღუდული ხილვადობის დროს მიმდინარეობდა, რატომ არ მოხდა დროულად იმის დარეგულირება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, რომ ეს მგზავრები ასეთ პირობებში საერთოდ არ ყოფილიყვნენ შატილის მაღალი საფრთხის შემცველ გზაზე? რაც იმას გულისხმობს, რომ შეეზღუდათ მოძრაობა დროის ამ მონაკვეთში ისევე, როგორც ეს ხდება თუნდაც გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე დიდთოვლობისა და უამინდობის დროს. შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში, 17-ვე მათგანს სიცოცხლე ფატალურად არ დაესრულებინა!!!


გულგრილობა და უყურადღებობა მაღალი საფრთხის შემცველ გზებზე, არაეფექტიანი ტექდათვალიერების რეფორმა, არავითარი შემაკავებელი მექანიზმი იმისა, რომ არაკვალიფიციურმა ტურისტულმა კომპანიებმა საკუთარ თავზე არ აიღონ ადამიანების უსაფრთხოება და სიცოცხლე - რა ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს?


  • არსებობს სტრუქტურები, როგორებიცაა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ან თვითმმართველობა -  არის თუ არა მათი ფუნქცია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში ისეთ გზებზე, როგორიც ხევსურეთშია მოძრაობა აიკრძალოს?
  • უნდა იყოს თუ არა რთულ გზებზე გავლის გადაწყვეტილება დამოკიდებული მძღოლის ინტუიციაზე?
  • და უმთავრესი - 23  აგვისტოს, შესაბამის სტრუქტურებს საკუთარი ფუნქცია რომ შეესრულებინათ და აღნიშნულ გზაზე  მოძრაობა დაერეგულირებინათ, შეექმნებოდა თუ არა ამ 17 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე?



მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებით თუშეთისა და ხევსურეთისკენ მიმავალი გზები განსაკუთრებულად რთული სამოძრაო ინფრასტრუქტურის გამო ხშირად „სიკვდილის გზებად“ იწოდება. 


2019 წლის 27 ივლისს, თუშეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ათენგენობის აღსანიშნავად მგზავრები ქვემო ალვანიდან თუშეთში, სოფელ ბეღელაში „კამაზით“ მიდიოდნენ.


რატომ არ ხდება მოძრაობის უსაფრთხოების რეგულირება და რატომ არ კეთდება  შესაბამისი ინფრასტრუქტურა თუ გამაფრთხილებელი ნიშნები მაღალი საფრთხის მქონე გზებზე, მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად?


რატომ გადაჰყავდა ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებას მგზავრები და რატომ არ ხდება ტურისტული სააგენტოების შემოწმება უსაფრთხოების კუთხით მანამ,  სანამ ადამიანები მათ საკუთარ სიცოცხლეს ანდობენ?


ფაქტია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და რომ შესაბამისი ზომების მიღება მთავრობის მხრიდან, აუცილებელია.  წინააღმდეგ შემთხვევაში,  ავტოსაგზაო შემთხვევების გამო კიდევ არაერთი გლოვის დღე გამოცხადდება. 


კომერსანტი

თეგები:
შატილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up