“ტრადიცია” ირღვევა -სახელმწიფო   გადასახადების არასამართლიან ჩამოწერაზე უარს ამბობს, კუთვნილი გადასახადი გადასახდელია ყველა ტელეკომპანიის მიერ

“ტრადიცია” ირღვევა -სახელმწიფო გადასახადების არასამართლიან ჩამოწერაზე უარს ამბობს, კუთვნილი გადასახადი გადასახდელია ყველა ტელეკომპანიის მიერ

access_time2019-12-27 00:55:54

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს,რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: შეძლებისდაგვარად მოკლედ ტელეკომპანიებზე და გადასახადის გადახდის “ტრადიციაზე”:


გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება რომ მნიშვნელოვნად აზიანებს კონკურენტულ გარემოს, ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მემგონი გადასახადებთან მიმართებაში ერთადერთი საკითხია რაზეც აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება საქართველოში და ეს უკვე მიღწევაა და საქმის კარგი დასაწყისია.


საქართველოში ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ტელემაუწყებლების მიერ გადასახადის არ გადახდა ერთგვარ “ტრადიციად” იქცა. ასევე, “ტრადიციულად” ეს ტენდენცია ყოველთვის ერთი ან ორი კომპანიით იწყებოდა და ბაზრის ძირითად მონაწილეებზე ვრცელდებოდა. ამ “ტრადიციის” დამკვიდრებაში რა თქმა უნდა გარკვეული როლი შეასრულა თავად სახელმწიფომაც, როდესაც ორჯერ (2010 წელს და 2012 წელს) საგადასახადო დავალიანებების პატიება/ჩამოწერა განხორციელდა.


ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ სახელმწიფომ გარკვეული როლი ითამაშა ტელეკომპანიების დღეს არსებული დავალიანებების დაგროვებაშიც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი “ტრადიციულად” დაიწყო (დაიწყო ერთი კომპანიიდან, რომელთანაც იმ პერიოდში სასამართლო დავა მიმდინარეობდა სტრასბურგის სასამართლოში და მის მიერ შეჩერებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება) და “ტრადიციის” მიხედვით გაგრძელდა
(გავრცელდა ბაზრის სხვა მონაწილეებზე ზუსტად ანალოგიური ტაქტიკით და სქემით: წერილი გადავადებაზე-გადავადების პირობების დარღვევა-ვალის დაგროვება-წერილი გადავადებაზე და ა.შ., ანდა უბრალოდ კუთვნილი გადასახადის გადახდაზე “პრინციპული” უარით). ერთადერთი რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ ამ ყველაფრის დასასრული არ ჩანს “ტრადიციული” (ანუ ვალების პატიება/ჩამოწერა არ ხდება).


“ტრადიცია” ირღვევა!


“ტრადიცია” ირღვევა იმით, რომ პირველად ამბობს სახელმწიფო უარს გადასახადების არასამართლიან ჩამოწერაზე და ამბობს, რომ ამ სექტორში კუთვნილი გადასახადი გადასახდელია ყველა ტელეკომპანიის მიერ სრულად და საგადასახადო ამნისტიების დრო და მოლოდინი დასრულებულია. ასევე, თავისი ქმედებით სრულად იღებს პასუხიმგებლობას ამ “ტრადიციის” გარანტირებულად დარღვევაზე მომავალშიც და მიმდინარე გადასახადების გადახდას ითხოვს უპირობოდ, ბაზრის ყველა მონაწილისგან.



რას ითხოვდა ამისთვის ფინანსთა სამინისტრო:


  1. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მოუწოდებს ყველა კომპანიას, რომ განაახლონ მიმდინარე გადასახადების გადახდა, მაშინ როცა მიმდინარე გადასახადების გადახდა შეჩერებული აქვს ტელეკომპანიების უმეტესობას.



2. მიმდინარე გადასახადების გადახდის დასაწყებადაც აძლევს ვადას (45 დღე) და გადახდის დაწყებას ითხოვს არა მაშინვე, არამედ 1 ოქტომბრიდან.



3. 1 ოქტომბრამდე არსებულ დავალიანებებზე ითხოვს კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით რეალური გადახდის გრაფიკის წარმოდგენას.


სამწუხაროდ ამ ყველაფერზე პასუხი არის 1 ოქტომბრის შემდეგ დაგროვებული (ზოგ შემთხვევაში გაორმაგებული) ახალი საგადასახადო ვალდებულებები.


ის რომ “ტრადიციებს” დამცველები გამოუჩნდებიან, ამაში ერთი შეხედვით გასაკვირი არაფერი არ არის, თუმცა საინტერესოა ვინ და რატომ შეიძლება იცავდეს ამგვარ “ტრადიციას”.


ამგვარი პრაქტიკის დარღვევის მოწინააღმდეგედ ძირითადად ბაზრის შედარებით პატარა წილის მქონე კომპანიები გვევლინება, რაც არალოგიკურია. შეუძლებელია მათ აწყობდეთ სტატუს-კვოს შენარჩუნება, რადგან რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება მიმდინარე გადასახადების არ გადახდის პრაქტიკა, მით უფრო მეტად ზიანდებიან ისინი კონკურენციაში. მათივე ლოგიკას რომ გავყვეთ, წლის განმავლობაში მათ მიერ არ გადახდილი გადასახადებით თუ შესაძლებელი იქნება 3-4 მილიონი ლარის ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ბაზრის დიდი წილის მქონე კომპანიები ამას გააკეთებენ მინიმუმ 10-ჯერ უფრო მეტად და შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მისი 4 მილიონიანი ინვესტიცია უფრო ეფექტური იქნება კონკურენციაში, ვიდრე სხვისი 40 მილიონი ინვესტიცია. შესაბამისად, პირველ რიგში მათ უნდა აწყობდეთ ამ მოჯადოვებული წრიდან გამოსვლა.


შეუძლებელია ბაზრის პატარა მონაწილე დაზიანდეს კონკურენციაში, თუ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იწყებს ყველა კუთვნილი გადასახადების გადახდას და პირიქით, ბაზრის პატარა მონაწილე ყოველთვის უფრო მეტად არაკონკურენტულ გარემოში დარჩება ეს თუ ასე არ მოხდება. ერთი შეხედვით თითქოს მარტივია, არადა ამ ამბავში რა თქმა უნდა ყველას თავისი სიმართლე ექნება, თუმცა ის რომ “გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს” ალბათ ყველასთვის უცვლელ პირობად დარჩება.


პ.ს. იმდენჯერ ვახსენე ეს სიტყვა რომ ალბათ ესეც უნდა ვთქვა, რომ ტრადიციების არსებობის წინააღმდეგი არ ვარ, მითუმეტეს კუთვნილი გადასახადის გადახდაც თუ ჩვენი ტრადიცია გახდება: დაბალი საგადასახადო ტვირთით და საგადამხდელო კულტურის მაღალი დონით-წერს ხუციშვილი.





პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა
access_time2020-02-18 16:05:30
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.ბოიკოტის ნიშნად, დღევანდელ პლენარულ სხდომას უმრავლესობის გარდა, არც ერთი სხვა ფრაქცია არ დასწრებია. სხდომას არ ესწრებოდა არც დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მომხდარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ...

ქუთაისი - IT ქალაქი და ფარმაცევტული ინდუსტრიული პარკი მცხეთა-მთიანეთში-„სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები

ქუთაისი - IT ქალაქი  და  ფარმაცევტული ინდუსტრიული პარკი მცხეთა-მთიანეთში-„სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები
access_time2020-02-18 15:05:16
განათლების სისტემის ცვლილებები, IT ქალაქებისა და ინდუსტრიული პარკების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში - ამ საკითხებზე ისაუბრა რადიო კომერსანტთან „ახალი საქართველს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, უნდა შეიქმნას გაანთლების ეროვნული საბჭო და დაფუძნდეს დირექტორების არჩევის პირდაპირი სისტემა. „აუცილებელია მოვხსნათ პოლიტიკური კომპონენტი და დავამთავროთ განათლების სისტემაში მუდმივი...

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა-„ეს არის უპასუხისმგებლო,გაუთვლელი გადაწყვეტილება“

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა-„ეს არის უპასუხისმგებლო,გაუთვლელი გადაწყვეტილება“
access_time2020-02-18 12:55:53
„მოგესალმებით, თქვენ დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს. ზარების მონიტორინგის მიზნით თქვენი საუბარი იწერება. გაცნობებთ, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია“ -  ამ შეტყობინებას მოქალაქეები  ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე 15 05-  დარეკვისას ისმენენ. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უწყებასთან დაკავშირებას ადამიანები ანგარიშზე თანხის არ არსებობის...

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიკნილიკების და მცირე ამბულატორიების დახურვა დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიკნილიკების და მცირე ამბულატორიების დახურვა დაიწყება
access_time2020-02-18 12:30:48
თბილისში მოქმედი პოლიკლინიკების ნახევარს დახურვა ემუქრება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაემოეთიშებიან. ცვლილებები პირველ ეტაპზე საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში...

AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით

AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით
access_time2020-02-18 10:30:26
არეა ექსპო 2020 -უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა 4-5 აპრილს ჩატარდება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. არეა ჯგუფი, ღონისძიებას უკვე მესამედ მართავს თბილისში. საქართველოში პირველი უძრავი ქონების გამოფენა -გაყიდვა არე ექსპო 2018 წელს ჩატარდა და წარმოადგენს ერთიან პლატფორმას დეველოპერებისთვის, კონკურენტულ გარემოში შეხვდნენ მიზნობრივ აუდიტორიას, უძრავი ქონების სექტორითა და შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებს....


მსგავსი სიახლეები

up