Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში - ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება

Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში - ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება

access_time2019-11-12 14:23:02

ელიტ ელექტრონიქსმა თავის მაღაზიათა ქსელში ინოვაციური პროექტი Trade-in დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მისცეს ადამიანებს საშუალება ძველი ტექნიკა ჩაანაცვლონ - ახლით. კამპანიის მიზანი მომხმარებლისთვის ყიდვის ახალი გამოცდილების შეთავაზებაა. ელიტ ელექტრონიქსი ზრუნავს ყველა მომხმარებელზე და აძლევს შანსს შეიძინოს ახალი ტექნიკა ძველის ჩაბარების სანაცვლოდ.


Trade-in კამპანიის განსაკუთრებულობა მდგომარეობს მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ პროცესში. ამ აქციის ფარგლებში შესაძლებელია ყველა ძირითადი კატეგორიის მოძველებული ტექნიკის გადაცვლა.


თუ მაცივარი ისე კარგად ვეღარ აციებს, გაზქურასაც დაეკარგა პირვანდელი ცხობის ხალისი, სარეცხ მანქანას აღარ შესწევს წურვის უნარი, ტელევიზორიც ფერებს ურევს, კომპიუტერიც ვეღარ გაწევს დროის სიჩქარეს და მობილურიც სულ დატენვას გთხოვს, Trade In - გამოცვლის დროა! კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სულ რამდენიმე ნაბიჯი:


  •  მოიტანო და ჩააბარო მოძველებული ტექნიკა ელიტ ელექტრონიქსის უახლოეს მაღაზიაში. შესაძლებელია, სურვილის შემთხვევაში ყველა რეგიონის მასშტაბით გამოიძახო ელიტ სერვისი, რომლის წარმომადგენელი ადგილზე შეაფასებს ტექნიკის მდგომარეობას


  • ჩააბარო ნივთი და მიიღო სანაცვლოდ ვაუჩერი


  • შეარჩიო და შეიძინო ახალი ტექნიკა 


კამპანია აერთიანებს ისეთი ბრენდების ტექნიკას, როგორებიცაა: Bosch, Gorenje, Samsung, Huawei, Sony, Apple, Hp, Acer. ამ კამპანიის ფარგლებში, მოხმარებელს შეუძლია ჩააბაროს და გადაცვალოს ძველი სმარტფონი, ტელევიზორი, ნოუთბუქი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, მტვერსასრუტი და აუდიო ტექნიკა სრულიად ახალ იმავე ნივთში. მიღებული ვაუჩერის მაქსიმალური თანხა 3600 ლარამდეა, რომელიც გამოიყენება ახალი ნივთის შესაძენად.



პროექტის მიზანია უახლესი ტექნიკა გავხადოთ ხელმისაწყვდომი ყველა მყიდველისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტული კატეგორიის ტექნიკა, იცვლება მხოლოდ იმავეში, ანუ მაცივარი - მაცივარში, ტელევიზორი - ტელევიზორში და ა.შ.


დეტალებისთვის გადადით ბმულზე http://tradein.ee.ge/, შეაფასეთ თქვენი ტექნიკის წლოვანება და გამოთვალეთ თუ რა თანხა გეკუთვნით ახლის შესაძენად.


ელიტ ელექტრონიქსი მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სხვადასხვა ინოვაციური პროექტების დანერგვით ცდილობს მათი ცხოვრება კომფორტული და თანამედროვე გახადოს.


(R)





3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

3 კომპანია საქართველოში, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა
access_time2020-01-27 18:45:28
2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა. Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ...

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის
access_time2020-01-27 17:30:14
 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება,...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა
access_time2020-01-27 17:35:38
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის...

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-27 21:00:13
„კომერსანტის“ 27 იანვრის TOP 10 თემა 1.„ჩვენი სახელმწიფოს მიმზიდველობა, რის გამოც მსოფლიოში „დემოკრატიის შუქურად“ ვიწოდებოდით,ჩაქრა“ 2. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაქრობა მცირე ზომის ბანკებისთვის დადებითი...

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს

TOP-10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ჩინეთში ყიდულობს
access_time2020-01-27 19:50:01
2019 წელს საქართველოში ჩინეთიდან 858,6 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - სულ 30,8 მლნ დოლარის...


მსგავსი სიახლეები

up