თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას

access_time2020-09-18 15:16:52

„წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ იმ არაეფექტურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინა მმართველობის დროს გაატარა.



„წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი ეკონომიკის მინისიტრის მოადგილედ და მაშინაც ვემსახურებოდი ჩემს საქმეს 2006 წლის ნოემბრამდე. მე ეს ძალიან მეხმარება თქვენ შეფასებაში. დავინახე ის წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე.


არაეფექტურ პროგრამებზე როდესაც საუბრობთ, არაეფექტური პროგრამის თავლსაჩინო მაგალითი არის ის, რომ სახელმწიფო რკინიგზას აკიდეთ 500 მლნ დოლარის ვალი, სესხი ორი ურთიერთ გამომრიცხავი პროექტის შესასრულებლად. ერთის მხრივ მოდერნიზაცია, რომელსაც დღეს ჩვენ ვამთავრებთ და ეს არის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაფართოვება და მეორეს მხრივ თბილისის შემოვლითი რკინიგზა რომელიც ამცირებდა ამ გამტარუნარიანობას. ამას ერთდროულად აფინანსებდით . ასევე არაეფექტური პროგრამის მაგალითი არის პომპეზური შენობები რომელიც დღეს საპრივატიზებოდ გვაქვს და რთულად თუ მოიძებნება ფუნქციონალი რითი დავტვირთოთ და თავის დროზე საკმაოდ ძირი დაჯდა საბიუჯეტო ხარჯებიდან“, - განაცხადა თურნავამ.

 

კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up