თქვენ უნდა გერქვათ „აუხდენელი ოცნება“, „ქართულ-ჯიგრული ოცნება“ - ვასილ სოფრომაძე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

თქვენ უნდა გერქვათ „აუხდენელი ოცნება“, „ქართულ-ჯიგრული ოცნება“ - ვასილ სოფრომაძე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

access_time2020-06-11 15:15:40

„ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც კითხვებით მიმართავს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს. ვასილ სოფრომაძე განმარტავს, რომ სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა „ფრესკოს“ თანხები უსაფუძვლოდ გამოსძალა.


„კომერსანტი“ გთავაზობთ, „ფრესკოს“ დამფუძნებლის განცხადებას:  

 

„საქართველოს ფინანსთა მინისტრო, ივანე მაჭავარიანო, ვინ ბრძანდებით თქვენ? -  უნიათო მინისტრი, თუ გამომძალველი და რეკეტიორი მინისტრი -  მესამე უბრალოდ არ არსებობს.  ორი დღის წინ, თქვენმა საგადასახადო სამსახურმა ყოველგვარ ლოგიკას, კანონს, ჭეშმარიტებას და საფუძველს მოკლებული ქმედებებით კიდევ ერთხელ გადაწყვიტა „ფრესკოსთვის“ ფულის ახევა. კითხვა მაქვს თქვენთან -  ვინ ბრძანდებით თქვენ? თუ ფრესკო დამნაშავეა, ამ სამი წლის განმავლობაში რატომ ვერ დააჯარიმეთ?



თუ „ფრესკო“ მართალია, მაშინ რატომ არ შეეშვებით, იმიტომ რომ რეკეტს ატარებთ? სამი წელიწადია ჰაერში გყავთ ჩამოკიდებული ამხელა კომპანია, რომელმაც პანდემიის დროსაც კი საქართველოს ბიუჯეტში მილიონზე მეტი შეიტანა. რატომ არ შეეშვებით ფრესკოს? მითხარით, რა მიზნით და  რამდენი გადაუხადეთ ბიუჯეტიდან „კარფურს“  სოციალურ პროდუქტებზე ფასების დასტაბილურებისათვის? ამიხსენით, როგორ აკეთებდა  ფასების სტაბილიზაციას „კარფური“,  თუ ამ პერიოდში კომპანია „ფრესკოზე“ მეტ ფასად ჰყიდდა ამ პროდუქციას და  ამ პროდუქციის ნაწილი საერთოდ არ ედო მარკეტებში. ამ დროს ჩვენ ყოველგვარი მარჟის და მოგების გარეშე ვყიდდით ამ პროდუქციას. კითხვა მესამე -  როგორ ახერხებთ იმას, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილბებს თქვენ ღებულობდით ღამის საათებში, საღამოს გამოგვიცხადებდით და დილით ეს თქვენი კანონები შედიოდა მოქმედებაში.  ჩვენ კი ღამის რამდენიმე საათი გვქონდა, რომ დაგველაგებინა სიტუაცია, რასაც რამდენიმე დღე მინიმუმ სჭირდება, რომ ქსელი და მარკეტები არ დაიკეტოს. მიუხედავად ეკონომიკის ვარდნისა, ჩვენ დავიწყეთ ახალი ობიექტის მშენებლობა წერეთელზე. კითხვა მაქვს -  მაქვს მე იმის გარანტია, რომ მიუხედავად ნებართვისა, რომელიც გამოგგლიჯეთ კბილებიდან, მილიონობით პრობლემას არ შემიქმნით, რომ გააჩეროთ ბიზნესი, რომელიც თქვენი კონტროლის ქვეშ ვერ მოაქციეთ. ალბათ გაგიკვირდებათ, თქვენ რატომ გეხებათ ეს კითხვა. ორი დღის წინ, თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თქვენ ერთი გუნდი ხართ, „ქათული ოცნების“ გუნდი მისი თავმჯდომარის მეთაურობით.  თქვენ უნდა გერქვათ „აუხდენელი ოცნება“, „ქართულ-ჯიგრული ოცნება“, თქვენ საქართველოს ოცნება ნამდვილად არ ხართ. ველი პასუხს - როდის შეგვეშვებით და როდის შეეშვებით ჩემს კომპანიას.  ხომ იცით, რომ მე არაფერს არ  დაგითმობთ!!“ - ამბობს ვასილ სოფრომაძე ვიდეო-მიმართვაში.


როგორც „ფრესკოში“ აცხადებენ, ეს არის 2018 წლის დავა შემოსავლების სამსახურსა და „ფრესკოს“ შორის. 2018 წლის დეკემბერს გამოვიდა საგადასახადო შემოწმების შუალედირი აქტი, რომლითაც გაყიდულ ქართულ ღორის ხორცზე მოითხოვეს დღგს დარიცხვა.


„კომპანიამ მიუხედავად იმისა, რომ წარმოიდგინა ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი (რასაც ასევე სხვა კომპანიებიც იყენებენ) „ფრესკოს“ მოთხოვეს დამატებით სხვა რაღაც დოკუმენტის წარდგენა. ოღონდ რა იგულისხმება ამ დოკუმენტში თვითონ ვერ ასახელებენ. ადმინისტრაციული კოდექსოს თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს რა დარღვევა აქვს კომპანიას და რაში ედავება მას. რასაც ვერ ახერხებენ და მიუხედავად ამისა მაინც ითხოვენ რომ უკანონოდ დაგვარიცხონ გადასახადი. აუდიტის დასკვნამ გაიარა გასაჩივრების 3 ეტაპი. საბოლოოდ, დასაბუთების არაარსებობის გამო ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების საბჭომ კვლავ დაუბრუნა განსახილველად აუდიტის დეპარტამენტს იგივე დავა. ამ ეტაპზე კვლავ ვერ შეძლეს მათ დასაბუთება. შესაბამისად, დავა მესამე წელია მიდის“ -აცხადებენ ფრესკოში. 



მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up