თქვენ უკვე მომხმარებელი აღარ ხართ, თქვენ პროდუქტი ხართ - Apple-ის ხელმძღვანელი

თქვენ უკვე მომხმარებელი აღარ ხართ, თქვენ პროდუქტი ხართ - Apple-ის ხელმძღვანელი

access_time2021-06-03 20:00:53

Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი კონფერენციაზე „კომპიუტერები, კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა“ სიტყვით გამოვიდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა გააჟღერა, რაც უსაფრთხოებას მონაცემთა დაცვასა და ტექნოლოგიების რეგულირებას შეეხება


მონაცემთა დაცვის შესახებ

„რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ვფიქრობ, რომ ეს 21-ე საუკუნის უდიდესი პრობლემაა. ის კლიმატის ცვლილების პრობლემის დონესთან ახლოსაა თავისი მნიშვნელობით“


„ეთიკური ხელოვნური ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პერსონალური მონაცემების მოგროვება. არ შეიძლება ერთ რომელიმეზე კონცენტრირება - ისინი მჭიდრო კავშირში არიან და დღეს უდიდეს როლს თამაშობენ ყოველდღიურობაში


„დეზინფორმაციისა და კონსპირაცილი თეორიების პერიოდში, ჩვენ ვერ ამოვეფარებით თეორიას იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ურთიერთქმედება ტექნოლოგიების სფეროში - სასიკეთოა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოგროვდეს. არ უნდა დავუშვათ, რომ სოციალური დილემა სოციალურ კატასტროფად იქცეს,“


ტექნოლოგიები არ საჭიროებენ უზარმაზარი მოცულობის პირად მონაცემებს, ათობით ვებგვერდისა და აპლიკაციის გაერთიანებას. რეკლამა არსებობდა და ვითარდებოდა ათწლეულების მანძილზე, ამის გარეშეც,

„როგორც ჩანს არანაირი ინფორმაცია არ არის ზედმეტად პრივატული, რომ მისი მოპოვება არ იყოს შესაძლებელი, ასევე მონეტიზირება. შედეგი ისაა, რომ თქვენ უკვე აღარ ხართ მომხმარებელი - თქვენ პროდუქტი ხართ“


ტექნოლოგიების რეგულირების შესახებ


„ვფიქრობ, რომ პირად მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტი შესანიშნავი ფუნდამენტია. ის უნდა იყოს მიღებული მთელს მსოფლიოში და მასზე დაყრდნობით უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე“



„ჩვენ გვჭირდება, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელისუფლებები შემოგვიერთდნენ და დავნერგოთ ერთიანი მსოფლიო სტანდარტი მონაცემთა დაცვის შესახებ“


ტექნოლოგიები რეგულირებას საჭიროებს. ამჟამად არსებობს ზედმეტად ბევრი მაგალითი, როდესაც შეზღუდვის არარსებობამ საზოგადოებას დიდი ზიანი მიაყენა“


საზოგადოების პოლარიზაციისა და კაპიტოლიუმის შტურმის შესახებ


„ტექნოლოგიების გამოყენება პროგრესისთვის შეიძლება, ძალისხმევის ოპტიმიზაციისთვუს, ზოგჯერ კი ადამიანების აზროვნებით მანიპულირებისთვისაც. კაპიტოლიუმის შტურმის შემთხვევაში, ტექნოლოგიები უდავოდ არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ განმეორდეს. სხვა შემთხვევაში როგორ ვაპირებთ გავხდეთ უკეთესები?“


„დიდი ხანია უნდა შევწყვიტოთ თავის მოტყუება რომ ჩვენ მიდგომა ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით ზიანს არ მოიტანს - საზოაგდოების პოლარიზაცია, ნდობის დაკარგვა და დიახ - ძალადობა“

 

„როგორი იქნება იმის შედეგი, რომ ათასობით მომხმარებელი ექსტრემისტულ ჯგუფებს უერთდბეა და შემდეგ ალგორითმი უფრო მეტ ასეთ ჯგუფებს სთავაზობს მათ რეკომენდაციის სახით?“


მომავლის შესახებ


„იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ინოვაციებით გადატვირთული, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკეთესს გახდის, სრულფასოვანს და უფრო ადამიანურს? თუ ის იქნება უფრო და უფრო აგრესიული გამიზნული რეკლამის მომავალი“

 

„თუ ჩვეულებრივ და გარდაუვალ მოვლენად მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალი შეიძლება ქსელში აღმოჩნდეს, მაშინ დავკარგავთ უფრო მეტს ვიდრე პირადი მონაცემებია. დავკარგავთ თავისუფლებას, ვიყოთ ადამიანები“

 

„ჩვენი პრობლემები - ტექნოლოგიებში, პოლიტიკაში, სადაც გინდათ - ეს ადამიანური პრობლემებია. ედემის ბაღიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე სწორედ კაცობრიობამ ჩაგვითრია ამ ქაოსში და სწორეთ მან უნდა გაგვათავისუფლოს“

 

„ნუ ეცდებით მიბაძოთ ადამიანებს, ვინც თქვენამდე იყვნენ, მიიღოთ ის ფორმა რაც არ შეგეფერებათ. ეს ზედმეტად დიდ გონებრივ შესაძლებლობებს მოითხოვს, რომელიც უმჯობესია შექმნისკენ მიმართოთ. იყავით განსხვავებული. დატოვეთ რამე ღირებული. და მუდამ გახსოვდეთ, რომ დანატოვარის თან წაღება არ შეიძლება. მოგიწევთ ის შთამომავლობას გადასცეთ.“


Trends.rbk.ru

 

მარიამ მორგოშია

 


თეგები:
apple ტიმ კუკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up