თქვენ მე არ მიცნობთ, მიიღებთ პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით - სანდრა რულოვსის მიმართვა ხელისუფლებას

თქვენ მე არ მიცნობთ, მიიღებთ პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით - სანდრა რულოვსის მიმართვა ხელისუფლებას

access_time2019-05-19 22:55:06

სანდრა რულოვსი პირველ ტურში გამარჯვების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნება" ამას არ აღიარებს პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს. 


მისი თქმით, ის სოფელ-სოფელ ივლის და ხალხს შეკრებს. რულოვსი ამბობს, რომ მას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების კანდიდატი პირველსავე ტურში დაამარცხა.  


"აქ ვდგავართ 58-ე და 39-ე უბანთან. დაველოდებით მათ გამოცხადებულ შედეგებს. აქ არის ორი უბანი ერთ სკოლაში. უკანა მხარეს არის 38-ე უბანი, სადაც არის შესული არჩილ თალაკვაძე. ეს ნიშნავს, რომ იქ მაგარი გაყალბება მიმდინარეობს, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ უკვე მოგებული გვაქვს 91-ე ანაკლია 2 ხმით, 77-ე უბანი ონოღია 30 ხმით, ასევე ძალიან კარგი ხმები მოგვდის  31-ე უბანზე - ეს ანაკლიაა, დავითიანი გვაქვს მოგებული 50 ხმით და რუხი გვაქვს მოგებული 41 ხმით, მე-100 უბანი.


ჩვენ პირველივე ტურში მოვიგებთ და არანაირად არ ვაჩუქებთ მეორე ტურის ან რაიმე სხვა განცხადებას არ შევეგუებით, ჩვენ ვიცით რასაც მაიმუნობენ, ვიცით,რ ომ მარტო ამ სოფელში 60 პასპორტია წართმეული,უამრავი დადასტურებული ფაქტია მოსყიდვის, უამრავი ფაქტია ზეწოლის, ასევე ფარულობის დარღვევის, ძალიან ბევრი ფაქტია, რომ ხალხი ვერ მივიდა ან ძალით მიიყვანეს. ასევე ხალხი იყო შეყვანილი აკრედიტაციის გარეშე , ბევრი იყო ნასვამი და პოლიცია არ აქტიურობდა.



მე მინდა მივმართო პოლიციელებს, ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ გახსოვთ, როგორ კარგად გექცეოდნენ წინა მთავრობის დროს და ასე იქნება ისევ, თქვენ არ უნდა გახდეთ მონები. ვიცი თქვენი დამოკიდებულება და ყოველთვის არის თბილი და პატივისცემის დამოკიდებულება ჩვენთან.

მესმის რომ იძულებულები ხართ, მაგრამ ვიცი,რომ არ დაუშვებთ პროვოკაციას, თქვენ უნდა იდგეთ ხალხის მხარეს. ეს არის განმუხური და განმუხურს მოვიგებთ, სხვა არჩევანი აქ არ არის, როგორც ანაკლიას.


არ ვიცი რას აპირებენ მეორე ბანაკში, ჯერ ჩუმად არიან და თათბირობენ,თუ გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას ამას არ შევეგუებით. პირველი ტური ჩვენ გვაქვს მოგებული და არ დავუშვებთ მეორე ტურს, იმიტომ რომ არ გვჭირდება.


თუ ისინი მაინც პირველ ტურს გამოაცხადებენ ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, სოფელ სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადადგმისთვის და თითო სოფელში, თუ მე არ გამომყვებიან თბილისამდე, იმ შუშის სასახლემდე. მე ამისთვის ვარ მზად, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მე არ მიცნობთ.ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური, თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს, მე ვადასტურებ ამას. კახათიც მოგებულია“-განაცხადა სანდრა რულოვსმა. 






„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up