ტაქსების რეფორმის მესამე ტალღა სავარაუდოდ ავტომობილის ასაკის განსაზღვრას გულისხმობს

ტაქსების რეფორმის მესამე ტალღა სავარაუდოდ ავტომობილის ასაკის განსაზღვრას გულისხმობს

access_time2019-10-16 11:00:45

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, რეფორმის მესამე ეტაპი მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ და ეკონომიკურ პირობებზე. მერი ჯერჯერობით დამატებით დეტალებზე არ საუბრობს,რასაც ვერ ვიტყვით  არასამთავრობო სექტორზე. 


 საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ვარაუდობს, რომ რეფორმის მესამე ტალღა ავტომობილის ასაკის განსაზღვრას გულისხმობს,რაც დამატებითი წნეხი იქნება თვითდასაქმებულებისთვის და ტაქსით მომსახურებას კიდევ უფრო გააძვირებს.

 

მისივე თქმით,ტაქსების ბიზნესი გამსხვილდება და რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელში ჩავარდება, რის შემდეგაც თვითდასაქმებულები ან ამ კომპანიებს შეუერთდებიან ან ბაზრიდან საერთოდ გავლენ, რადგან რეგულაციების დაძლევა გაუჭირდებათ.

 

„ჩვენ ტაქსების მოწესრიგებას არ ვაპროტესტებთ, ჩვენი კრიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ  რეფორმები არ ცხადდება, რათა თვითდასაქმებულმა თავად გადაწყვიტოს  გავიდეს ბაზრიდან და სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი თუ დარჩეს და გააგრძელოს ეს საქმე. თბილისის მერი რის მიხედვით აფასებს წარმატებას ვერ ვხვდები, ჩემთვის გაუგებარია რამ გამოიწვია რეფორმის წარმატება? ამ შემთხვეაში წარმატება  გაზომავდი არ არის, რადგან არ ვიცით რა იყო ზოგადად რეფორმის მიზანი. ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში თბილისის მერია მანქანების ასაკს შეზღუდავს და შედარებით ახალ ავტომობილებს მისცემენ საშუალებას ტაქსის სერვისი განახორციელონ. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ერთხელ თქვა,  რომ ამ რეფორმის გატარებას ფიქრობენ. საბოლოოდ ეს ისეთი სიმძიმის რეგულაციებია, რომელსაც თვითდასაქმებულთა უმეტესობა ვერ დააკმაყოფილებს, რაც გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე შემოვა ერთ ან ორი კომპანია რომელიც ტაქსებით მომსახურების ბაზარს დაარეგულირებს“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

დავით მესხიშვილი, ამბობს, რომ არ ჩანს რა არის ამ რეფორმების საბოლოო მიზანი, მისი თქმით საკითხთან დაკავშირებით კითხვა უფრო მეტია ვიდრე პასუხი. როგორც „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს აუცილებელია ტაქსების რეგულაციის გადახედვა, რადგან ტაქსით მომსახურება გაძვირებულია, რის გამოც დატვირთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მგზავრთნაკადის გაზრდისთვის მზად არ არის.



„სინამდვილეში ეს არ არის რეფორმა, ეს არის რეგულაციები. რეფორმები უნდა ეყრდნობოდეს კვლევებს, ისე შემოიღეს სალიცენზიო პირობები, რომ კვლევაც არ არის ჩატარებული. ნორმალურ ქვეყნებში ტაქსები კონკურენციაში არიან საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მიუხედავად იმისა, რომ ფასები რადიკალურად განსხვავდება. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის კარგად განვითარებული, მძღოლები ცდილობენ ტაქსის მომსახურების დონის გაუმჯობესებას, რათა მომხმარებელს ჰქონდეს მეტი კომფორტი. რეალურად ჩვენთან კონკურენტული გარემო არ არის, რადგან ყველამ კარგად ვიცით რა მდგომარეობაა საზოგადოებრივი ტრანსპორტში. ჩვენ საჯაროდ ვაფრთხილებდით მერიას რომ რეგულაციები არ შემოეღო მანამ სანამ არ იქნებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში საკმარისი რაოდენობის ადგილები, რადგან ერთ დროს იაფიანი ტაქსი გახდა ძვირი და მგზავრთნაკადი საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაემატა “,- განაცხადა დავით მესხიშვილმა.

 

კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის შემდეგ ეტაპზე თბილისის მერია გააკონტროლებს, რომ დაცული იყოს სალონის სისუფთავე  და ავტომობილი იყოს გამართული. საკითხთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს არასამთვრობო სექტორს. დავით მესხიშვილის თქმით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ყველა სატრანსპორტო საშუალებას ეხება, სწორედ ამიტომ მისთვის გაუგებარია რას ემსახურება ტაქსების ლიცენზირება.

 

„მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი იმ კუთხით, რომ ლიცენზიის აღების შემდეგ ტაქსი გახდება ტექნიკურად გამართული. ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს ტექ. ინსპექტირება რომელიც ეხება ყველას, იქნება ეს ტაქსი, მიკროავტობუსი თუ კერძო ავტომობილი. ამ ფონზე ჩნდება კითხვა რას ემსახურება ლიცენზია? თბილისის მერიას რომ ეჩვენებინა ყველა ეტაპი, საერთო სურათი მაინც გვექნებოდა რეფორმებთან დაკავშირებით, ეს უპასუხისმგებლობაა. მეორე უპასუხისმგებლობა არის ის სამსახურები, რომლებიც მერიაში ტაქსებთან დაკავშირებით რეფორმებს ახორციელებენ. მათ არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ საერთაშორისო გამოცდილებას მიჰყვებიან, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება ცნობს კვლევების ჩატარებას, რომელიც არ არის ჩატარებული. არ შეიძლებოდა ამ რეგულაციების ამოქმედება, რადგან დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის მოუწესრიგებელი“- განმარტავს დავით მესხიშვილი.

 

 

როგორც თბილისის მერმა განაცხადა რეფორმა დიდ როლს შეასრულებს თბილისელების კეთილდღეობაში. თუმცა, ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ თვითდასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა და თბილისის მოსახლეობამ ამოქმედებული რეგულაციებით კეთილდღეობა ვერა მაგრამ,ტაქსის გაძვირებული  ტარიფი ნამდვილად მიიღეს.


ბაჩო ადამია 




რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up