„თქმა-ლანკანი“ ინოვაციური ჭურჭლის ბრენდი, რომელზეც ვეფხისტყაოსნის ფრაზებს ამოიკითხავთ

„თქმა-ლანკანი“ ინოვაციური ჭურჭლის ბრენდი, რომელზეც ვეფხისტყაოსნის ფრაზებს ამოიკითხავთ

access_time2020-01-16 15:40:48

ქართველების სავიზიტო ბარათი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ყოველდღიური გამოყენების საშუალებას იძლევა უკვე ჭურჭელზეა. „ვეფხისტყაოსნის“ ციტატებით დაპრინტული სერვირების თითოეული ელემენტი შესაძლებელია თქვენი სადღესასწაულო სუფრის მნიშვნელოვან ნაწილი გახდეს. „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ როგორ გაჩნდა შოთა რუსთაველის პოემის ჭურჭელზე გადმოტანის იდეა და რატომ შეაჩერა კომპანიამ არჩევანი ვეფხისტყაოსანზე და სად გაიყიდება ინოვაციური ჭურჭელი?

 

„თქმა-ლანკანი“ სწორედ ასე ჰქვია ჭურჭლის ბრენდს, რომელზეც ვეფხისტყაოსნის ფრაზებს ამოიკითხავთ. პროექტის ავტორი კომპანია „MINIMA“-აა. კომპანიის დამფუძნებელი, თამთა რაბათელი „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ „თქმა-ლანკანი“ ფორმის და შინაარსის ჰარმონიაა მაგიდაზე, რომელზეც თითოეული ობიექტი კონკრეტული შინაარსის მატარებელია.  




„იდეა გაჩნდა იმ არსებული ქართული სუფრის ფორმისა და შინაარსისგან, უფრო სწორად შინაარსის დაცლილობისაგან და უფორმობისგან, რომელიც დღეს ადამიანების უმრავლესობას საოცრად მოსაწყენად ეჩვენება. ქართული სუფრა დღევანდელი ფორმით და „ტრადიციით“ არც  დიდი ხნის არის როგორც ეს ბევრს ჰგონია. გაგიკვირდებათ და სულხან-საბას სიტყვის  კონაში საერთოდ არ იძებნება სიტყვები სადღეგრძელო და თამადა. ისინი დაახლოებით იმ წლოვანებისაა, რაც რუსეთის იმპერია ჩვენთან ოფიციალურად შემოვიდა და ქართველებს რეალური საზრუნავი, საშრომი და საბრძოლი ერთგვარ ვირტუალურ სივრცეში  -  სუფრაზე დარჩათ. მკაცრი რეგლამენტი, მეთოდურობა, ერთი და იგივე თემატიკა, სადღეგრძელოების რიგითობა, თამადის მორჩილება და ტოტალიტარული განწყობა - ეს ყველაფერი ტრაგიკომიკურად  სწორედ თავისი უშინაარსობის გამო, დღეს  აღიქმება. „თქმა-ლანკანი“ იქნება ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმ ქართულ-ევროპული ფასეულობების დაბრუნებისა, რომლებსაც გააჩნიათ კონკრეტული შინაარსი და რომლებიც წარმოადგენდა და წარმოადგენს ჩვენი კულტურის შეუქცევად განმავითარებელ ინდივიდუალურ ძალას და გზას თანამედროვე სამყაროში“, - განმარტავს თამთა რაბათელი.

 

როგორც იდეის ავტორი აცხადებს, პირველი ექსკლუზიური კოლექცია შოთა რუსთაველს მიეძღვნა და ამ ფორმით და შინაარსით „თქმა-ლანკანი“ აღარ განმეორდება. სწორედ ამიტომ თამთა რაბათელი ამბობს რომ ჭურჭლის მომავალ მფლობელს ძალიან გაუმართლა.

 




„პირველი აუცილებლად უნდა ყოფილიყო შოთა და ვეფხისტყაოსანი, რადგან მიკერძოებული ვარ ნამდვილად და ის ჩემთვის დიდი სიყვარულის საგანია. ჩემთვის ვეფხისტყაოსანი ქართული კულტურის „identity card“-ია,რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და მასთან ყოველი ურთიერთობა ხელახალი გააზრებაა იმ ლიბერალური ღირებულებების,რაც ნამდვილად ქართულია და რასაც საერთო არაფერი აქვს „იმ ორას წელთან“ რომელმაც ფსევდოღირებულებები, სტერეოტიპები და სხვა მრავალი უხვად შემოგვიყარა და დღემდე წარმოუდგენელი ძალისხმევა გვჭირდება მათ მოსაშორებლად. სწორედ ამიტომ, პირველი ექსკლუზიური თქმა-ლანკანი, ისევე როგორც ქართული პურობა, შოთას გარეშე არ გამოვიდოდა“ - „თქმა-ლანკანი“-ს იდეის ავტორი.

 

კომპანია „MINIMA“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ კერამიკული ნაწარმი, ჭურჭელი რომელიც  იქნა გამოყენებული „Rosenthal Bianchi“ -ია. მისი თქმით, ეს არის მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი ევროპული ბრენდი, რომელიც მრავალი ათწლეულის მანძილზე ღირსეული ტრადიციის მატარებელია. კოლექციაში წარმოდგენილია სერვირება 8 პერსონაზე და მასში შედის: 8 ცალი მთავარი თეფში, 8 დესერტის თეფში, 8 ჩაის ფინჯანი, 8 ყავის ფინჯანი, ორი წყვილი საშაქრე და სარძევე, დიდ ზომის ჭიქა წყლისთვის/ყავისთვის/ლუდისთვის ორი წყვილი სამარილე და საპილპილე. სერვიზის შეძენა დახლოებით 1 500 ლარი დაგიჯდებათ, პროექტის ინვესტიცია კი 15 000 ლარია.

 



„თქმა-ლანკანი“ გაიყიდება „MINIMA“-ს ოფიციალურ facebook გვერდზე, უმარტივესი პროცედურით, რომელსაც ხუმრობით „1 ზარით 1 საათში“ ვეძახით  -  უარყოფილია მოსაწყენი პროცედურები რეგისტრაციის, ნივთის კალათაში ჩაგდების და ა.შ... მომხმარებელი იღებს ტელეფონს და რეკავს, ხდება შეთანხმება, ტრანსფერი და მისამართზე მისდის შეკვეთიდან საშუალოდ ერთ საათში. ასევე, შეთანხმება მიღწეულია Buyers.ge-სთან, რომელიც ჩემი  აზრით, საუკეთესო ონლაინ პლატფორმაა, ხარისხზე ორიენტირებული კონტენტით. მინდოდა „თქმა-ლანკანი“ ფართო საზოგადოებისთვის სწორედ ამ პლათფორმიდან ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

 

ჩემი სურვილია „თქმა-ლანკანი“ იყოს ყველა ოჯახში, ამისათვის ყველანაირად ვეცდებით ისეთი ფასები იყოს შეთავაზებული მომხმარებლისთვის რომ მისი სურვილი შეძენის სურვილად არ დარჩეს. რაც ზუსტად ვიცი, მას შეიძენენ კონკრეტული ღირებულებების ადამიანები, განურჩევლად მათი სქესის, ეროვნების, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის თუ პოლიტიკური შეხედულებების. დაპრინტული კონცეპტების შინაარსი ამას ბუნებრივად უზრუნველყოფს“- განაცხადა თამთა რაბათელმა.

 



თამთა რაბათელი „კომერსანტს“ უყვება, რომ „თქმა-ლანკანი“-ს შემდეგ  სერიებში მომხმარებელი იხილავს იმ ქართველი მოაზროვნეების კონცეპტებს, რომლებიც ლიბერალური ღირებულებების მატარებლები არიან და თავიანთი მემკვიდრეობით ქართული კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილად აქციეს. როგორც თვითონ ამბობს, იგეგმება „თქმა-ლანკანი“- საოცარი სერიები და უახლოეს მომავალში ჭურჭელზე უკვე ვიხილავთ ილის, ვაჟას, გალაკტიონის, მიხეილ ჯავახიშვილის, კლდიაშვილის ნაწარმოებებს.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up