კომპანიამ Toyota შეინარჩუნა ლიდერი პოზიცია Brand Finance-ის ყოველწლიურ რეიტინგში, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს 500 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი. იაპონური საავტომობილო გიგანტი საერთო ჩამონათვალში მე-12 პოზიციას ინარჩუნებს, საავტომობილო ბრენდებს შორის კი ლიდერია, მისი ბრენდის ღირებულება 64,3 მლრდ დოლარია.
როგორც 2021 წელს, ახლაც მეორე ადგილზე Mercedes-Benz-ი - 60,8 მლრდ დოლარის ღირებულებით, რომელიც საერთო ჩამონათვალში მე-15 ადგილზეა, მესამე კი გახდა Tesla, რომელიც მთელი 14 პოზიციით დაწინაურდა და საერთო ჩამონათვალში 28-ე ადგილზეა, ის 46 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ Tesla-მ წლევანდელ რეტინგში აჯობა Volkswagen-ს, რომელიც საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე პოზიციაზეა, საერთო ჩამონათვალში კი კომპანიამ 41 მლრდ კაპიტალიზაციით 26-დან 33-ე ადგილზე გადაინაცვლა. ხუთეულ კი ხურავს Mitsubishi, რომელიც 37-ე ადგილზეა 39,7 მლრდ დოლარით.
ამის შემდეგ პოზიციებზე არიან BMW (39 ადგილი და37,9 მლრდ დოლარი) და Porsche (46 ადგილი და 33,7 მლრდ დოლარი), ორივე მათგანმა 10-10 პოზიცია დაკარგა. მათ გარდა, ჩამონათვალში სხვა საავტომობილო ბრენდებიცაა: Ford (76 ადგილი და 24 მლრდ დოლარი) და TATA (78 ადგილი და 23,9 მლრდ დოლარი). ყველა მათგანი შარშანდელ რეიტინგში უფრო მაღალ პოზიციებზე იყო.
BPN.GE