Toyota წყალბადის ძრავიანი ავტომობილების წარმოებას გაზრდის

Toyota წყალბადის ძრავიანი ავტომობილების წარმოებას გაზრდის

access_time2019-03-25 23:55:37

იაპონური ავტომობილების ცნობილი ბრენდი Toyota წყალბადის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას აფართოებს, წერს Deutsche Welle

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალბადის ძრავით, არა მხოლოდ „ლუქსის“ კლასის ავტომობილების გამოშვებაა შესაძლებელი. კომპანია წყალბადის ძრავის გამოყენებას სერიულ წარმოებაშიც გეგმავს.

 

წყალბადის ძრავის მთავარი უპირატესობაა, ის არის, რომ უხმაუროდ მუშაობს და მავნე ნივთიერებებს არ ისვრის ატმოსფეროში.

 


ავტომობილი შემდეგი პრინციპით მუშაობს: წყალბადი ელექტროენერგიად გარდაიქმნება, რომლითაც სპეციალური ძრავა იმუხტება. მისი უპირატესობა ელექტრომანქანებთან შედარებით ის არის, რომ საწვავის მარაგს უფრო დიდხანს ინარჩუნებს და დამუხტვასაც მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.

 

Toyota Mirai - კომპანიის მიერ წარმოებული პირველი მოდელია, რომელიც წყალბადის ძრავით მუშაობს. დღეს წყალბადის ძრავით ავტომობილებს აწარმოებს Hyundai.

 

ამ დროისათვის, წყალბადის ძრავის დანერგვა ავტო წარმოებაში ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამის მიუხედავად Toyota -ას სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ძრავაზე მომუშავე ავტომობილები საკმაოდ ეკონომიურია.

 

„მალე ავტომობილები წყალბადის ძრავით, გახდებიან რენტაბელური როგორც საშუალო, ისე პრემიუმ-კლასშიც. თუნდაც ამას დრო დასჭირდეს, ჩვენ ვხედავთ პერსპექტივას“- აცხადებს Toyota-ს წარმომადგენელი ხისაში ნაკაი.



თეგები:
Toyota



კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?

კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?
access_time2019-04-25 20:30:24
24 აპრილს ვლადიმერ პუტინმა  ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესებით დარიგების თაობაზე. დადგენილებაში ნათქვამია, რომ განაცხადების განხილვის პროცედურა  3 თვემდე შემცირდა და წესები იქნება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ჩვეულებრივად - მოქალაქეობის მისაღებად არ იქნება აუცილებელი სპეციალური გამოცდის ჩაბარება და რუსეთში 5 წლის მანძილზე...

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)
access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...


მსგავსი სიახლეები

up