იაპონურმა საავტომობილო კონცერნმა Toyota Motor, 2021 წელს მსოფლიო მასშტაბით 10 495 548 ავტომობილი გაყიდა. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში.
ამ მონაცემებით, კომპანიის გაყიდვები 2021 წელს 2020 წელთან შედარებით გაზრდილია 10,1%-ით. ამასთან, ავტომობილების წარმოება გაიზარდა 9,4%-ით.
Toyota უკვე ზედიზედ მეორე წელია გაყიდვების მსოფლიო ლიდერია. მისი უახლოესი მდევარი გერმანული Volkswagen Group 2021 წელსაც მეორე ადგილზეა. გერმანულმა გიგანტმა მასში შემავალი ყველა ბრენდის გაყიდვებით, შარშან 8,9 მლნ ავტომობილი გაყიდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში.
bpn.ge