კომპანია Toyota აპირებს 2022 წლის იანვრიდან გაურკვეველი ვადით შეაჩეროს ავტომობილების წარმოება მის კუთვნილ 5 იაპონურ ქარხანაში. რამდენი ხანი გაჩერდება კონვეიერები, ამ ეტაპზე ზუსტად ცნობილი არ არის. სპეციალისტები აღნიშნულ იძულებით გაჩერებას მიკროელექტრონული მაკომპლექტებლების დეფიციტს უკავშირებენ. ეს იძულებითი დეფიციტი კი ერთმნიშვნელოვანდ აისახება კომპანიის დილერებთან ავტომობილების სიმცირეზე.
ექსპერტების შეფასებით, Toyota-ს პაუზა ამ ხუთ ქარხანაში სავარაუდოდ, 2 კვირა გაგრძელდება და ის შეაფერხებს დამატებით 20 ათასი ახალი ავტომობილის გამოცემას. გარდა ამისა, სპეციალისტების მოლოდინით დეფიციტური სიტუაცია ავტომატურად გაზრდის ფასებს ბრენდის ავტომობილებზე. Toyota-ს განცხადებით კი, ქარხნების გაჩერება მათ ხელს არ შეუშლის და კომპანია მომავალ წელს 9 მლნ ავტომობილს გამოუშვებს.
ცნობისთვის, იმავე მიზეზით ავტომობილების წარმოების მინიმუმ 2 კვირით შეჩერების შესახებ გამოაცხადა ჩეხურმა კომპანიამ Skoda. წარმოების შეჩერება დაიწყება 23 დეკემბერს და 10 იანვრამდე გასტანს.
bpn.ge