საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 12-72 კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული გზის 1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.