თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი? -„თბილისი მოლის“  საახალწლო აქტივობა

თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი? -„თბილისი მოლის“ საახალწლო აქტივობა

access_time2018-12-11 11:25:54

5 დეკემბრიდან „თბილისი მოლში“ ორი სადღესასწაულო კუთხე გაიხსნა - ქართული ახალი წლის და ევროპულის შესაბამისი. ასე დაიწყო „თბილისი მოლის“ საახალწლო კამპანია „თოვლის ბაბუა VS სანტა კლაუსი“, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს საკითხს, თუ ვინ უნდა მოიყვანოს ახალი წელი საქართველოში - სანტა კლაუსმა თუ თოვლის ბაბუამ.


საახალწლო აქტივობის ხანგრძლივობა 5 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლითაა.



7-დან 29 დეკემბრის პერიოდში, მომხმარებლებს საკუთარი რჩეულისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ. ხმის მისაცემად “თბილისი მოლის” რომელიმე ობიექტში იმ დღეს დახარჯული ნებისმიერი თანხის ქვითრის წარდგენა იქნება საჭირო. ამ პერიოდის მანძილზე, ყოველდღიურად გამოვლინდება გამარჯვებული - ყოველი დღის ბოლოს, ყველაზე დიდი თანხის ქვითრის მფლობელი 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდება.



“თბილისი მოლში” თოვლის ბაბუას და სანტა კლაუსის კუთხეები მთელი კამპანიის განმავლობაში იდგება. სრული კამპანიის განმავლობაში იქნება საბავშვო აქტივობებიც - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 7 საათზე, შაბათს კი - 5 საათზე გაიმართება ბავშვთა გასართობი პროგრამა ანიმატორების და ბავშვების საყვარელი გმირების მონაწილეობით.




კამპანიის ყოველ კვირა დღეს - 9, 16, 23 და 30 დეკემბერს, “თბილისი მოლის” ტერიტორიაზე სათავგადასავლო თამაში, იგივე Treasure Hunt გაიმართება. გამარჯვებულები “თბილისი მოლისგან” 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდებიან.



25 დეკემბერს “თბილისი მოლი” ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისათვის საახალწლო წარმოდგენას უმასპინძლებს. 30 დეკემბერს კი კამპანიის დასკვნითი ღონისძიება, მოძრაობის თეატრის გრანდიოზული შოუ გაიმართება და გამარჯვებული - ახალი წლის მთავარი გმირიც გამოვლინდება.


(R) 





„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up