„ტორტინის“ მენეჯმენტის აზრით, სახელმწიფოსგან ბიზნესს უფრო მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს

„ტორტინის“ მენეჯმენტის აზრით, სახელმწიფოსგან ბიზნესს უფრო მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს

person access_time2016-10-13 18:30:23

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე #7 - ში, 64მ²-ზე უცნაური კონცეფციის ახალი საკონდიტრო მაღაზია რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. Tortini ტროტუარზეა აშენებული. „ტორტინის" ქსელების მფლობელები ირაკლი საყვარელიძე, სოსო ბოღლოციშვილი, ალეკო კოზმანაშვილი და დავით მდივანი არიან. „ტორტინი"-ს მომსახურებისა და მისი სერვისების შესახებ „კომერსანტთან" ვაჟა-ფშაველას ფილიალის მენეჯერმა ნინო ჯღარკავამ ისაუბრა.



როგორია „ტორტინის" შექმნის ისტორია და რატომ აქვს შენობას ასეთი უცნაური ფორმა?

 

 

რადგან ფართის სიმცირიდან გამომდინარე შეზღუდულები ვიყავით, ვეცადეთ, რომ მილიმეტრებშიც კი ჩავტეულიყავით და გვსურდა მერიასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში გვემოქმედა. ეს ფილიალი წელს, 23 აპრილს გაიხსნა, მაგრამ რეალურად ის ორი წლის განმავლობაში შენდებოდა. რაც შეეხება „ტორტინის" შენობის ფორმას, ჩვენ ტერიტორიის სწორ და მაქსიმალურ ათვისებაზე ვიყავით ორიენტირებულები. როგორც ხედავთ საკონდიტრო ტროტუარზეა აშენებული, სწორედ ამიტომ აქვს მას უსწორმასწორო ფორმა.
აქ ბევრი სხვადასხვა სახის ობიექტია და გამვლელებს ხელი „ტორტინის" შენობამ არ უნდა შეუშალოს, ამიტომ ვცდილობთ ჩვენი წილი ფართი მაქსიმალურად უპრობლემოდ გამოვიყენოთ. ეს ტერიტორია იმიტომ ავარჩიეთ რომ უბანი ცენტრალურია.

 

 

როგორც იცით, ბოლო პერიოდში თბილისში საკონდიტროების რაოდენობამ იმატა, რითია გამორჩეული „ტორტინი" სხვა საკონდიტროებისგან?

 

 

გამორჩეულები ვართ იმით, რომ ჩვენთან აბსოლუტურად ყველაფერი ნატურალურ პროდუქტზე მზადდება, ამას უკვე მომხმარებელიც ატყობს. რაც მთავარია ეს პროდუქცია უსაფრთხოა ბავშვებისთვის. ნებისმიერ ინგრედიენტს დიდი ყურადღებითა და მონდომებით ვარჩევთ. ჩვენ პროდუქციაში კონსერვანტებს არ ვიყენებთ, ამ ყველაფერს მომხმარებელი ძალიან კარგად ხვდება და მათი რაოდენობა გახსნის დღიდან მატულობს. ვადებს ყველა პროდუქტზე მაქსიმალურად ვაკონტროლებთ. საკვებში როგორც ცივი, ასევე ცხელი ხაზი გვაქვს.

 

 

რამდენად ხელმისაწვდომია „ტორტინის" ფასები, ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია თქვენი პროდუქციის შეძენა?

 

 

ჩვენი ძირითადი ბერკეტი ნატურალური პროდუქცია და ყველა სეგმენტზე გათვლილი ფასებია. ჩვენთან როგორც შეძლებულებს, ისე დაბალი ფენის წარმომადგენელსაც თავისუფლად შეუძლია შემოსვლა და პროდუქტის შეძენა. გვსურს, რომ აქ შემოსული მომხმარებლები მინიმალურ ფასში ჩავტიოთ. უკვე ჩვენი მომხმარებელი გვყავს და მათ ჩვენგან ბევრი პროდუქცია მიაქვთ.

 


ტორტის ადგილზე მიტანის სერვისი გვაქვს და ის ქალაქში 5-ი ან 10-ი ლარი ღირს, ხოლო თბილისთან ახლოს, მიმდებარე ტერიტორიებზე სერვისის ღირებულება15-დან 20-ლარამდეა. ჩვენი მთავარი პრინციპი არის ის, რომ მომხმარებელი ხარისხით, მომსახურებითა და ფასებით კმაყოფილი იყოს.

 

რომელი ტკბილეულია თქვენთან ყველაზე იაფი და რომელი ყველაზე ძვირი?

 


ფასები მინიმალურია და ის ყველა სეგმენტზეა გათვლილი. მაგალითად ნამცხვრები 40 თეთრიდან იწყება და ყველაზე ძვირი 1,90-იანია. ჯერ საკონდიტრო 6 თვისაა და გარკვეული მაჩვენებელი უკვე გვაქვს. რაც შეეხება ტორტებს ის 5 ლარიდან იწყება და მისი ღირებულება მაქსიმუმ 25 ლარამდე ადის. მომხმარებელს როგორი მოთხოვნაც აქვს, ზუსტად ისეთ პროდუქციას ვუმზადებთ.

 

 

აპირებთ თუ არა გაფართოებას და სხვა ქალაქებშიც „ტორტინის" ქსელის შექმნას?

 


ჩვენი საკონდიტრო ქსელის გაფართოება იგეგმება და ვაპირებთ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ერეთი ან ორი მაღაზია დავამატოთ, რაც შეეხება ქალაქგარეთ გასვლას, ეს ძალიან შორეული გეგმაა. გარდა ვაჟა-ფშაველას გამზირისა „ტორტინის" ორი ქსელი გლდანში, ხიზანიშვილის ქ. 14/47 უკვე ორი წელია, რაც არსებობს. ძალიან შორეული გეგმაა, თუმცა თბილისის შემოგარენში ქსელის გაფართოება სამომავლოდ იგეგმება.

 

 

 

ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. ეს პროცესები, თუნდაც ლარის გაუფასურება თქვენ ბიზნესზე რა გავლენას ახდენს?

 


როგორი ეკონომიკური პროცესებიც არ უნდა მიმდინარეობდეს ქვეყანაში, ჩვენ პროდუქციას ფასი არ ემატება. მომხმარებელს ეს პრობლემები არ აინტერესებს და იგი როგორ ფასზეცაა მიჩვეული, მოთხოვნაც ისეთივე აქვს.
სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესს მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. ჩვენ „ტორტინის" წინ კაფის გაკეთება გვსურდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. საქართველოში წინსვლის საშუალება მარტივად არ არის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ბიზნესით წინ წავიდეთ.

 

 

როგორ ფიქრობთ, როდის გექნებათ მოგება?

 


ჯერ 6 თვისაა ჩვენი ქსელი და საკუთარ თავს დახმარებების გარეშე მეორე თვიდან ინახავს. 95%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი კარგი ტემპით მოგებაზე ნოემბრიდან უკვე გავალთ.

 

 

თქვენი აზრით, მომგებიანია თუ არა საკონდიტრო ქსელების ბიზნესი?

 


კი რა თქმა უნდა, მომგებიანია, უბრალოდ ბევრ რამეს სწორად დაგეგმვა უნდა. მარკვეტინგული გათვლები აუცილებელია და შესაძლო ზარალისთვის მზადყოფნაა საჭირო.

 

 

 

 

 

ვინც ახლა იწყებს ტორტების ბიზნესს რას ურჩევდით?

 


ვინც ახლა ამ ბიზნესის წამოწყებას ცდილობს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ხარისხზე მუშაობა მნიშვნელოვანია. როგორც კი ხარისხიან პროდუქციას დაამზადებ შემდგომ ყველაფერი თავისთავად გამოდის.

 

და ბოლოს, რას იტყვით სამომავლო გეგმებზე?

 


ვაჟა-ფშაველას გამზირზე დიდი სამზარეულო კეთდება, რომელსაც შემდგომ კორპორატიული კლიენტებისთვისაც გამოვიყენებთ. მზარეულებს იქ ყველანაირი აღჭურვილობა ექნებათ. სამზარეულო ამ ეტაპზე რემონტის პროცესშია და მაქსიმუმ 3 კვირაში გახსნისთვის მზად იქნება.

 

 




ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up