ბიუროკრატიის გამო ქუთაისის „ტორპედოში„ 50 მილიონიანი ინვესტიცია ფერხდება

ბიუროკრატიის გამო ქუთაისის „ტორპედოში„ 50 მილიონიანი ინვესტიცია ფერხდება

access_time2020-07-31 12:00:53

იტალიელი ბიზნესმენი ფაბიო მანინი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებს საკუთარი კლუბის,  ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურად გადაფორმებას,  თვეებია გუნდის სახელფასო დავალიანებას ისტუმრებს, ფეხბურთელებს სხვა საჭირო პირობებს უქმნის და აკადემიის აშენებასაც გეგმავს. თუმცა კლუბი ჯერ კიდევ იურიდიულად მისი არ არის.


როგორც „კომერსანტს“ „ტორპედოს“ პრესსამსახურში განუცხადეს კლუბის გადაფორმება ბოლოს მარტის თვეში უნდა მომხდარიყო, თუმცა პანდემიისა და იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო,  პროცესი სექტემბრამდე გადაიდო. ამ დროის მანძილზე კი იტალიელ ინვესტორს კლუბის გეგმების განხორციელება არ შეუწყვეტია და ტორპედოს აკადემიის აშენებას გეგმავს და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკების პროცესშია.


კლუბი არ გადაუციათ ოფიციალურად ახალი მფლობელისთვის , წარადგინეს, დააანონსეს, რომ გადასცემენ მაგრამ, საკითხი კვლავაც მოუგვარებელია. ქუთაისის „ტორპედო“ მანინისთვის მარტში უნდა გადაეცათ. რაღაც იურიდიული საკითხები იყო მოსაგვარებელი, მთავრობასთანაც ჰქონდა რაღაც შეთანხმება მიღწეული, მარტში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ დაიწყო პანდემია, აიკრძალა ფრენები და ვერ ჩამოვიდა.  ახლა ეუბნებიან, რომ როგორც კი ჩამოვა ყველაფრის გადაფორმება მოხდება. სამჯერ აიღო ბილეთი და სამივეჯერ გადაიდო ფრენები.  

 


გამომდინარე იქიდან,  რომ  საუბარია 50 000 დოლარის ინვესტიციაზე, მთავრობის მხრიდან  ეუბნებიან, რომ  ონლაინ გადაფორმება ვერ მოხერხდება, ყველა ელოდება მის ჩამოსვლას.

 

გუნდი ვარჯიშობს, თამაშებზე დადის, ხელფასები აქვთ, გუნდს რაც  შეეხება ყოველ შემთხვევაში მისი მხრიდან ყველაფერი კეთდება,“ - აღნიშნავს ქუთაისის ტორპედოს პრესსამსახურის უფროსი ედო ბადლაშვილი.

 

50 000 კვადრატულ მეტრზე „ტორპედო“-ს ახალ მფლობელს აკადემიის აშენების ვალდებულება აქვს, ასევე გეგმავს  ბავშვებისთვის ორი მოედნის აშენებას და  ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს განთავსებას. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსგან საბოლოო პასუხს ელოდება..


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up