აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
„შეხვედრაზე აქცენტი მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე და მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გაკეთდა. განიხილეს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები. დაისახა სეზონის მოსამზადებელი ძირითადი მიმართულებები.
პრიორიტეტად რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუნიციპალური სერვისების განვითარება, სოციალური ჯანდაცვის მიმართულება.
თორნიკე რიჟვაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტული სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან თანხვედრაში Covid19 -თან დაკავშირებით ადაპტირებული და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შეიქმნება ტურიზმის სეზონისთვის მოსამზადებელი შტაბი, რომელშიც მერიის სამსახურები იქნებიან ჩართულები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.