აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „სინოფარმით“ აიცრა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძემ ვაქცინა საჯაროდ, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში გაიკეთა.
„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან. ჩვენ, ვაქცინაციის ინტენსიური განხორციელებით უნდა შევძლოთ როგორც სიცოცხლის გადარჩენა, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან დაიწყო.