თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების  ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

access_time2020-10-29 21:30:00

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის პოსტს 2 წლის ვადით დაიკავებს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.



„თორნიკე რიჟვაძის კანდიდადურა აღნიშნულ პოსტზე ორგანიზაციის პოლიტიკურ ბიუროზე დაამტკიცეს.



CPMR-ის წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს და იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და მისი მეზობელი რეგიონების მეტად დაბალანსებული განვითარების სასარგებლოდ.




ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს ბრიუსელში.



ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ეროვნულ მთავრობებში კონტაქტების ფართო ქსელის საშუალებით, ასოციაცია უზრუნველყოფს მისი წევრი რეგიონების საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინებას რეგიონული ზემოქმედების მქონე პოლიტიკებში.



ასოციაცია მუშაობს როგორც სამეცნიერო ცენტრი, სხვადასხვა დარგობრივი და ინოვაციური განვითარებისათვის იდეებისა და პროექტების შემუშავების მიმართულებით და ამასთან საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებთან აქტიურად ლობირებს რეგიონების მდგრადი განვითარებისათვის საჭირო ფინანსური წყაროების მოძიებისა და მოპოვებისათვის.



საზღვაო რეგიონების ასოციაცია 1973 წელს დაარსდა და ამჟამად 150 რეგიონს აერთიანებს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნებიდან. გაერთიანება ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობაზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის ზრდასა და ხელმისაწვდომობაზე. ევროპული მმართველობა, მწვანე ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და მდგრადი სამეზობლო განვითარება ასევე წარმოადგენს ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up