მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არანაირად არ აქვს არც ერთ ბათუმელს. გვაქვს იმის რესურსი, რომ გავუმკლავდეთ მზარდ ნაკადებს და ყველა საჭიროების მქონე პაციენტი არ დარჩეს სამედიცინო სერვისის გარეშე, - ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ეს დროებითი შემზღუდავი ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ ვითარება დასტაბილურდეს.
„ეს დროებითი შუალედური შემზღუდავი ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ მოვახდინოთ ვითარების დასტაბილურება, შევინარჩუნოთ კონტროლი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სულ რამდენიმე დღეში მდგომარეობა დავასტაბილუროთ.
ის რომ გაზრდილი იყო პაციენტების ნაკადი, როგორც ჰოსპიტალებში, ისე სასტუმროებსა და საოჯახო კლინიკებში, სადაც უკვე 500-ზე მეტი ადამიანი გადის მკურნალობას, რა თქმა უნდა საჭიროებს როგორც ხარისხის კუთხით მონიტორინგს, ასევე კონტროლის შენარჩუნებას და დარწმუნებული ვარ ეს ღონისძიებები რომელიც ერთმნიშვნელოვნად არის დროებითი და შუალედური შეგვაძლებინებს, რომ მაქსიმალურად მალე დავასტაბილუროთ ეპიდმდგომარეობა.
მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არანაირად არ აქვს არც ერთ ბათუმელს. გვაქვს იმის რესურსი, რომ გავუმკლავდეთ მზარდ ნაკადებს და ყველა საჭიროების მქონე პაციენტი არ დარჩეს სამედიცინო სერვისის გარეშე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.