თორნიკე რიჟვაძე: პანდემიის მიუხედავად, მსხვილი კერძო ინვესტიცია არ გაჩერებულა რეგიონში

თორნიკე რიჟვაძე: პანდემიის მიუხედავად, მსხვილი კერძო ინვესტიცია არ გაჩერებულა რეგიონში

access_time2021-06-03 21:00:00

ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა მინისტრთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


მიუხედავად პანდემიისა, არცერთი საინვესტიციო პროექტი არ გაჩერებულა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ასევე ეკონომიკის გასაძლიერებლად.


თორნიკე რიჟვაძის თქმით მთავრობის პრიორიტეტს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს.


,,პანდემიის მიუხედავად, მსხვილი კერძო ინვესტიცია არ გაჩერებულა რეგიონში. დარწმუნებული ვარ, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის მიმდინარეობისას, ამ პროექტების განხორციელება კიდევ უფრო მეტ დინამიკას შეიძენს.


ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.



ბათუმს მალე შეემატება ახალი განთავსების ობიექტები და ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ბრენდები როგორიცაა Marriot, Holiday Inn, Hilton.
მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მიმდინარეობს მზადება სერვისების, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.


1 ივნისიდან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გაიხსნა სახმელეთო საზღვრები. შეინიშნება პოზიტიური დინამიკა ტურისტული ნაკადების ზრდასთან დაკავშირებით.







ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up