აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„თორნიკე რიჟვაძე თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორონავირუსი 8 ივნისს დაუდასტურდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.