თორნიკე რიჟვაძე: ჩირუხის მთაზე, ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა

თორნიკე რიჟვაძე: ჩირუხის მთაზე, ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა

access_time2021-07-07 21:20:00

დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.



სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.



განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა და საინვესტიციო პროცესების გაძლიერება იქნება.



განხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.



,,შუახევში ვგეგმავთ ათეული მილიონობით ლარის მობილიზებას და პროექტების განხორციელებას ტურიზმის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩირუხის მთაზე გაკეთდება ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რომელიც ჩირუხს და შუახევის მცხოვრებელს კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოუზიდავს.




ასევე, ჭვანის ხეობაში ვგეგმავთ დაახლოებით 10 მილიონი ლარის დახარჯვას და ამ მიმართულებით იქნება, პირველ რიგში ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა დამხმარე ინფრასტრუქტურა, რაც ჩირუხის მიმართულებით, ჭვანის მიმართულებითაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს და შემოსავალს გააჩენს ადგილზე.



წლების განმავლობაში ჩვენ, ყველას გვაწუხებდა გომარდულის განვითარება. თუმცა, წელს უკვე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი რესურსი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გომარდულმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე. ეს არის კონკრეტული პროექტი - პირველ ეტაპზე, მოეწყობა საბაგირო და შემდეგ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ იქ გვჭირდება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.



შუახევში, ჩირუხის მთაზე, ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რისთვისაც 10 მლნ ლარი დაიხარჯება.



ასევე, ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. პირველ ეტაპზე, ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია წისქვილების სოფლის ტურისტული განვითარება და ეთნოგრაფიული ეზოს მოწყობა.



ჯვარიმინდორზე დაიწყო ტურისტული თავშესაფრის და საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. იგეგმება კავიანის ციხის გავლით ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს საფეხმავლო მარშრუტების პოპულარიაზაციას და გაზრდის ტურისტულ ლოკაციაზე ვიზიტორების რაოდენობას.



სწორი ურბანული განვითარება შუახევისადმი საინვესტიციო ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. დაწყებულია გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი. ცნობილი საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა. ინვესტორთა დაინტერესების და საინვესტიციო პროცესების ხელშეწყობისთვის გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კერძოდ, გომარდულის განვითარების გეგმის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებს წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ითვალისწინებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას, რაც მუნიციპალიტეტის მხრიდან უკვე მიღებულია.



მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად, ყველა კომერციული საქმიანობა გომარდულში გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან. გომარდულის განვითარების კონცეფციის შესაბამისად, პარალელურად, მომზადდა საინვესტიციო შეთავაზება, რაც უკვე წარედგინა ქართველ და უცხოელ პარტნიორებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up