„ნებისმიერი გადავადებული თვე, არის უპასუხისმგებლობა“ - სამშენებლო სექტორის პასუხი ფინანასთა მინისტრს საბანკო რეგულაციების შერბილებაზე

„ნებისმიერი გადავადებული თვე, არის უპასუხისმგებლობა“ - სამშენებლო სექტორის პასუხი ფინანასთა მინისტრს საბანკო რეგულაციების შერბილებაზე

access_time2019-04-25 09:00:12

„საბანკო რეგულაციების შედეგის გაზომვა და რამდენიმე თვიანი ლოდინი, უპასუხისმგებლობაა არამარტო ჩვენს მიმართ, არამედ ყველა მომიჯნავე სექტორების მიმართ,“- ასეთ განცხადებას „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე „კომერსანტთან“ აკეთებს.


მისივე განმარტებით, შედეგი იმაზე მეტად ტრაგიკული და მწვავე იქნება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. დაიხურება სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, უმუშევრად დარჩება ხალხი.  აბულაძის განცხადებით, დღეს გარკვეული ინერციით მიდის სამშენებლო სექტორი, მძიმე შედეგები კი 2019 წლის ბოლოს ან 2020 წელს დადგება.


„რეალობა ის არის, რომ ნელ-ნელა ამ სფეროში როგორც დასაქმებულების რაოდენობა, ისე ჩვენს მიერ გადასახდელი თანხები შემცირდება. მაგალითად, ერთი საშუალო ტიპის კომპანია წელიწადში 10 მილიონ ლარს იხდის  ბიუჯეტში. ძალიან დიდი დანაკლისი იქნება და სახელმწიფოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამაზე უარი თქვას,“-აცხადებს აბულაძე.  


კითხვაზე, რამდენიმეთვიანი მოცდის პერიოდი, როგორც ამას ხელისუფლება ითხოვს, იმისათვის რომ რეალური სურათი დავინახოთ, როგორ აისახება  სამშენებლო სექტორზე, აბულაძე პასუხობს -  „რას ვუცდით, ხომ ვიცით, რომ პრობლემა უკვე არის?“


მისი განმარტებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მენაშენეთა სფეროსთან კომუნიკაცია არც ეროვნულ ბანკს ჰქონია და არც ეკონომიკის სამინისტროს.



„მერიაში, მაგალითად, არც ერთ კანონს ისე არ იღებენ, თუ ჩვენს შემხებლობაშია, რომ არ გვკითხონ. რაღაცაში ვეთანხმებით, რაღაცაში არა, მაგრამ თანამშრომლობის პროცესი მიმდინარეობს. მანამდე ქუმსიშვილის და გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს, ეს თანამშრომლობა და კომუნიკაცია იყო. ნებისმიერ რაღაცას გვითანხმებდნენ ხოლმე. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც 200 ლარიან სესხს იღებს და ის, ვინც 100 000 ლარს იპოთეკით იღებს, ერთ ქვაბში მოვხარშოთ? ეროვნულ ბანკს რეგულაციის ამოქმედებამდე ჩვენთან შეხვედრა არ მოუთხოვია და არც ამის მერე არ ყოფილა კონტაქტი. ის ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის,“-აცხადებს აბულაძე.


მისივე შეფასებით, სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემტანი, თუმცა, ამოქმედებულმა საბანკო და სამშენებლო რეგულაციებმა გაყიდვები 2016-2017 წლებთან შედარებით თითქმის გაანახევრა. აბულაძის განცხადებით, პრობლემატურია ისიც, რომ ეს ვითარება მომიჯნავე სექტორებსაც „ურტყამს“.


კითხვაზე, საბანკო რეგულაციების შერბილება მოაგვარებს თუ არა პრობლემას, აბულაძე განმარტავს, რომ ეს გამოსავალი იქნება. 


„მე რომ დღეს გასაყიდად ბინა აღარ მაქვს, ამის გამო ვერ გაიყიდება ფარდები, მეტლახი, საოჯახო ტექნიკა. თითო ბინა დაახლოებით 5-6 ადამიანს ასაქმებს. ჩვენს მიერ აშენებულ ბინებზე ხდება შემდგომი ბაზრების განვითარება. ეს არის სარემონტო მიმართულება ავეჯი, ტექნიკა და ასე შემდეგ,“-განმარტავს აბულაძე.


ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 23 აპრილს საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას. მისი თქმით, რეგულაციების შედეგის გასაზომად საკმარისი დრო არ არის გასული.


მინისტრი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი რეგულაციებს გადახედავს. მისი თქმით, რეგულაციების შედეგის გასაზომად საკმარისი დრო არ არის გასული. მან ყურადღება სამშენებლო სექტორზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ სამშენებლო სექტორში შენელება რეგულაციებამდეც შეინიშნებოდა, ამიტომ იპოთეკაზე დამატებითი რეგულაციების მომხრე  არ იყო.  


სოფო ქსოვრელი 





ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up