თორნიკე აბულაძე: საბანკო რეგულაცია იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შესაბამისად, მივიღეთ სავალალო შედეგი

თორნიკე აბულაძე: საბანკო რეგულაცია იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შესაბამისად, მივიღეთ სავალალო შედეგი

access_time2019-10-09 12:00:39

„მეორე კვარტალში დავინახეთ, რომ  ახალმა რეგულაციებმა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გავლენა იქონიეს სამშენებლო სექტორში გადმორიცხვებზე. ეს 80 პროცენტით საბანკო რეგულაციების ბრალი იყო,“-  ასე აფასებს ბიზნესმენი თორნიკე აბულაძე მშენებლობის სექტორში FDI-ს 91%-ით შემცირებას წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით.


საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ს მოცულობამ  $187 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 53.7%-ით ნაკლებია.


ინვესტიციების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში შეიმჩნევა. მათ შორის მშენებლობის სექტორში FDI წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით შემცირდა და 4,2 მლნ დოლარი შეადგინა.


სამშენებლო კომპანია „არსის“ დირექტორი „კომერსანტთან“ საუბრობს სამშენებლო სექტორში კლების განმაპირობებელ რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს ბიზნესმენის აზრით, საბანკო რეგულაციები იკავებს, ამას ემატება სამშენებლო რეგულაციები, ლარის კურსი და მეორე კვარტალში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რყევევბი.



„აქ გადმორიცხვების მთლიანი სტრუქტურაა მნიშვნელოვანი, ზოგიერთი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ზოგიერთი არის მოსახლეობის მიერ გადმორიცხული თანხა, თუმცა შეფარდებას ვერ გეტყვით როგორია.  


სამშენებლო ბაზარზე სიტუაცია არის ასეთი - ჯერ შემოდის საბანკო რეგულაციები, რომელიც ურტყამს მყიდველუნარიანობას, შემოდის სამშენებლო რეგუალციები, რომელიც ამცირებს სამშენებლო ნებართვების გაცემას და  მესამე, მეორე კვარტალში ხდება პოლიტიკური რყევები, რომელიც ასევე ხელს უშლის ამ პროცესს. ამ ყველაფერს ემატება ლარის კურსი. საბანკო რეგულაცია იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს სფეროს არც კი შეუთანხმეს და  კონსულტაციაც კი არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ მართლა სავალალო შედეგი იმიტომ, რომ პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ძალიან დიდი შემოსავლები დაკარგეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებამა. გაღარიბდნენ დეველოპერული კომპანიები და 6000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი გაჩნდა ქვეყანაში. შემდგომში საბანკო რეგულაციების შერბილების ეფექტის გაზომვა პოლიტიკური რყევების გამო გაგვიჭირდა. თანაც სამშენებლო რეგულაციები ზღუდავს სამშენებლო ნებართვების გაცემას და იწვევს პროდუქტის გაძვირებას. ამას ემთხვევა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ბაზარზე არის ნაკლები პროდუქტის მიწოდება, წელს მიწოდება ნაკლებია ვიდრე არის მოთხოვნა,“ - აღნიშნავს აბულაძე


„არსის“ დირექტორი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზეც საუბრობს:


შრომის კოდექსს რაც შეეხება, ამ ნაწილში საერთო კრიტიკას სამშენებლო სექტორი ვუერთდებით და მგონია, რომ ეს უზღუდავს მოქალაქეებს მეტი შემოსავლის მიღების თავისუფლებას,“ - განაცხადა აბულაძემ


ცნობისთვის, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხების აღების გამკაცრებული წესი აამოქმედა, რამაც ფიზიკურ პირებზე საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხის გაცემის პროცესი გაართულა. როგორც დეველოპერები და მშენებლები განმარტავენ, სესხის აღების წესის გამკაცრებამ სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენა იქონია და გაყიდვები შეუმცირა.



მარიამ მორგოშია





„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა
access_time2019-10-16 18:25:30
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლებელია, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს. ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ...

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების ვერსიები

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების  ვერსიები
access_time2019-10-16 20:15:33
„თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე „მთავარი არხის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გაიხსენა  2017 წლის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სოლოლაკის სასახლეში, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მას განუცხადა, რომ ის ვერ ერკვევა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რადგან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ...

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან
access_time2019-10-16 19:00:29
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამcემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფისთვის ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა. აღსანიშნავია,...

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა
access_time2019-10-16 14:05:54
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო შ&P Gლობალ -მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“(„კორპროაცია“) გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სააგენტომ კორპორაციის რეიტინგი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციის როლს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისათვის. კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მოწოდების საიმედოობის...

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად  სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“
access_time2019-10-16 17:30:17
„კურიოზულია, როცა ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მეორე მხრივ, სხვადასხვა ტიპის რეგულაციები შემოაქვს. რეაგულაციების მიზნობრიობა არ აიხსნება, ერთადერთი არგუმენტი მათი მხრიდან ის არის,რომ ევროკავშირის დირექტივა გვავალებს ამას. ეს მიუღებელი პასუხია,“ - განაცხადა რადიო „კომერსანტზე“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორმა, ქართლოს ყორანაშვილმა. გადაცემაში ბიზნეს გარემოს სამართლებრივი ჩარჩოს, ბიზნესზე სამართლებრივი...


მსგავსი სიახლეები

up