მშენებლობებს სამი  უწყებისგან შემდგარი ერთი სპეციალური ჯგუფი შეამოწმებს - დეველოპერები ბიუროკრატიულ პრობლემებზე საუბრობენ

მშენებლობებს სამი უწყებისგან შემდგარი ერთი სპეციალური ჯგუფი შეამოწმებს - დეველოპერები ბიუროკრატიულ პრობლემებზე საუბრობენ

access_time2019-07-26 12:30:58

„თუ აქამდე სამშენებლო ობიექტებს თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო ცალ-ცალკე ამოწმებდნენ, რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მშენებლობებეს აღნიშნული უწყებების შედეგად შექმნილი სპეციალური ჯგუფი ამოწმებს,“ ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კარგია, რადგან სამის ნაცვლად დეველოპერებს ერთი ჯგუფი ამოწმებს, მაგრამ პრობლემას ქმნის გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი. კერძოდ, ჯგუფის მიერ გამოწერილი დასკვნა, ჯარიმა გასაჩივრების შემთხვევაში თითოეულ უწყებაში ცალ-ცალკე უნდა გასაჩივდეს, რაც საჯარო უწყებებში არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებს კიდევ უფრო ზრდის.



სამი უწყების შედეგად შექმნილი სპეციალური ჯგუფი მშენებლობებს  სამი მიმართულებით ამოწმებს:


თბილისის მერია  -ზოგადად მშენებლობის ზედამხედველობა. ამაში შედის, 2017 წლის 1-ლი ინვრიდან ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლის ფარგლებში არქიტექტორი ვალდებულია პროექტი ისე დააპროექტოს, რომ განსაზღვრული იყოს მაგალითად, ოთახის ფართიდან გამომდინარე გარკვეული სტანდარტების კარის ზომა .


ასევე, აუცილებელია გასავლელი კორიდორების ფართის სტანდარტების დაცვა, რათა ხანძრის დროს ევაკუაცია უპრობლემოდ მოხდეს.


ჯანდაცვის სამინისტრო მუშების შრომის უსაფრთხოების კონტროლზე



ეკონომიკის სამინისტრო    ამოწმებს ტექნიკურ ზედამხედველობას (მაგალითად, როგორ მუშაობს ამწეკრანი და ასე შემდეგ)




„იდეურად მაკონტროლებლების გაერთიანება ცუდი არ არის, თუმცა, სისტემური უნდა იყოს. როცა გასაჩივრება გინდა, უნდა ასაჩივრებდე სამის ნაცვლად ერთ უწყებაში. ეს ხომ ერთი დოკუმენტია? აქ სერიოზულ ხარვეზთან გვაქვს საქმე,“ აღნიშნავს აბულაძე.


„საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებლი დირექტორის განცხადებით, თუ ეს ხარვეზი არ გამოსწორდა, დეველოპერებს ხარჯი საგრძნობლად გაეზრდებათ.


თორნიკე აბულაძის პოზიციას იზიარება დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი გუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე.


იდეა კარგია და აუცილებელია, რადგან მშენებლობებზე უსაფრთხოების დაცვა ნომერ პირველ ამოცანა უნდა იყოს მშენებლებისთვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამშენებლო ობიექტებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება კარგია თუ ცუდი, ამას სამშენებლო სექტორი 5-6 თვის შემდეგ ნახავს. სავარაუდოდ, საჭირო გახდება 1 სამართლებრივი აქტი, რომელიც აღნიშნული გადაწყევტილების პირობებში ბიუროკრატიული ბარიერებს შეამცირებს. მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ მიერ გამოწერილი დასკვნის გასაჩივრება ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს“-აღნიშნავს წაქაძე. 




სოფო ქსოვრელი 






ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up