თორნიკე აბულაძე: 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვები დაახლოებით 20-30-ჯერ შემცირდებოდა - ახალი სტატისტიკა მანიპულაციაა

თორნიკე აბულაძე: 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვები დაახლოებით 20-30-ჯერ შემცირდებოდა - ახალი სტატისტიკა მანიპულაციაა

access_time2019-05-01 09:00:01


„2019 წლის 2017-2018 წლებთან შედარება არარელევანტურია და მანიპულაციაა,“— ასე აფასებს „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის შედეგადაც, 2019 წლის პირველ კვარტალში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 0,2 პროცენტით შემცირდა.


როგორც აბულაძე განმარტავს, მიმდინარე წლის მონაცემი უნდა შედარდეს რეგულაციებამდე პერიოდს, ანუ 2016 წელს.


„2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ზრდა იქნება, რადგან სწორედ 2017 წლის 1 იანვრიდან შემოვიდა რეგულაციები. ამიტომ ამის შედეგად ყველა შოკში იყო. ძალიან მცირე რაოდენობით ნებართვა იქნება გაცემული. თუ ავიღებთ  2014-2015-2016 წელს, სულ სხვა სურათი დაიდება. შემცირება ბევრად უფრო მეტი და მკაფიო იქნება. ციფრებით მანიპულაცია არ უნდა მოვახდინოთ. ეს კი მანიპულაციაა,“-აღნიშნავს აბულაძე.


მისი განმარტებით, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ნებართვები დაახლოებით 20-30-ჯერ შემცირდებოდა, 2018 წელს 2017 წელთან შედარებისას ნებართვების გაცემის მაჩვენებელი 5-ჯერ შემცირდებოდა.


რაც შეეხება იმას, რომ დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 40,5 პროცენტი - თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთზე, ხოლო 7,9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, აბულაძე განმარტავს,რომ ჩამონათვალში ბათუმის არ არსებობა გასაკვირია.



საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.


დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 40,5 პროცენტი - თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთის, ხოლო 7,9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სულ 624,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 59,9 პროცენტით მეტი) 619 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,2 პროცენტით მეტი).


სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 

 

 

 





ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...


მსგავსი სიახლეები

up