თორნიკე აბულაძე: „ხრუშჩოვკების“  მოდერნიზაცია ბევრად  სწორი მიმართულებაა, ვიდრე მის ნაცვლად  მრავალსართულიანი კორპუსების აშენება“

თორნიკე აბულაძე: „ხრუშჩოვკების“ მოდერნიზაცია ბევრად სწორი მიმართულებაა, ვიდრე მის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსების აშენება“

access_time2019-03-05 09:00:39

„ე.წ „ხრუშჩოვკების“ იერსახის მოდერნიზაცია ბევრად სწორი მიმართულებაა, ვიდრე მის ნაცვლად მრავალსართულიანი კორპუსების აშენება,“ ასე აფასებს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე დედაქალაქის მთავრობის მიერ შექმნილი პლატფორმის შენი იდეა ქალაქის მერ ფარგლებში მოქალაქე მარიამ მენაბდის ინიციატივას, რომელიც ე.წ „ხრუშოვკების“ სახეცვლილების კონკრეტულ პროექტს სთავაზობს.



როგორც აბულაძე განმარტავს, მიმართულება სწორია, თუმცა, დასათვლელია რა იქნება ამ პროექტის ფინანსური მხარე. „ნებისმიერმა დაინტერესებულმა საბურთალოს კვარტლები რომ google-დან ნახოს, ანუ ზემოდან, მიხვდება, რომ ხრუშჩოვკა, როგორც საცხოვრებელი ძალიან ცუდია, თუმცა, ერთ-ერთი წარმატებული ქალაქგეგმარებითი პროექტია მსოფლიოში,“-აცხადებს აბულაძე.



კითხვაზე, როგორ აშენდება თბილისში მრავალსართულიანი შენობები, მაშინ, როდესაც გაუქმებულია K2 კოეფიციენტის ყიდვა, აბულაძე განმარტავს, რომ მრავალსართულიანი კორპუსების ზონას მინიჭებული აქვს 2.5 კოეფიციენტი, დღეს კი ამ ადგილზე 0.8 კოეფიციენტითაა შენობები აშენებული. მინიჭებული კოეფიციენტი კი სრულად არ არის ათვისებული.

 

აბულაძის განმარტებით, არსებულ ტერიტორიებზე არსებობს იმის რესურსი, რომ აშენდეს 2.5-ჯერ მეტი სიმაღლის ნაგებობები, ვიდრე დღესაა. თუმცა, ასეთ პირობებში საშინელებას მივიღებთ. როგორც დეველოპერი განმარტავს, არქიტექტურას ამ შემთხვევაში ეშველება, ეშველება ღირებულებასაც, რადგან მარიამ მენაბდის პროექტის კაპიტალიზაცია თბოიზოლაციის ხარჯზე მოხდება.


„ხრუშჩოვკას აქვს დაბალი ჭერი, თუმცა, რაც მეტად დავუახლოვდებით ევროპას, ყველა მშენებელი მით მეტად ადრე გადავა დაბალსართულიანი სახლების მშენებლობებზე. ხრუშჩოვკას ჰქონდა რამდენიმე სტანდარტი. ერთი -2.75 მეტრიანი ჭერი,რაც ნორმალურია და მეორე - 2.50 მეტრიანი, რაც ძალიან დაბალია. ევროპაში არსად არ შენდება 2.60 მეტრზე მაღალი კორპუსები გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ძვირია დათბუნების ხარჯები. შესაბამისად, არ მიმაჩნია სწორად ხრუჩშოვკების დანგრევა,“-აცხადებს აბულაძე.


კითხვაზე, მსგავსი პროექტი რამდენად მიმზიდველი იქნება ბიზნესისთვის, დეველოპერული კომპანიებისთვის და კონკრეტულად, კომპანია „არსი“ დაინტერესდება თუ არა მსგავსს პროექტში ჩართვით, აბულაძე განმარტავს, რომ ასე პირდაპირ ბიზნესის დაინტერესება რთული იქნება, თუმცა, თუ სახელმწიფო იქნება მოდერატორი, პროექტი ნამდვილად მიმზიდველი გახდება.


„ვგულისხმობ იმას, რომ მოდერაცია და ოპერირება, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. მოიზიდოს გრანტები, სქემის მოდელირება გააკეთოს. მარიამ მენაბდის პროექტს დიდი მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ ბიზნესისთვის მიმზიდველი გახდეს,“-აცხადებს აბულაძე.



როგორც იდეის ავტორი BM.GE-თან აღნიშნავს, პროექტს რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. მათ შორის:


• იერსახე - იმ ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების მოდერნიზაცია , რომლებიც ფასადით გამოდიან ცენტრალურ ქუჩაზე და ამახინჯებენ ქალაქის იერსახეს.


• ეკოლოგია - რადგან ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების მოდერნიზაცია ხდება თბოიზოლაციის პანელებითა და გამწვანებით.


სარგებელი მოსახლეობას:


• თბომოდერნიზაცია და ეკოლოგია - მოდერნიზაცია ხდება თბოიზოლაციის პანელებით , რაც მოსახლეობისათვის თბო დანაკარგს შეამცირებს , ხოლო ფასადზე განთავსებული გამწვანება , ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.


• ფასადი მუშავდება პანელური სქემით, რაც იმას გულისხმობს , რომ არ ხდება შენობის კონსტრუქციის დარღვევა და ფასადი მონტაჟდება უშუალოდ უკვე არსებულ შენობაზე, შესაბამისად მოსახლეობას არ მოუწევს საცხოვრებლის დატოვება, ფასადის რეკონსტრუქციის პროცესში.


• რენტაბელობა- მოდერნიზაციის შემდეგ , შენობა დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს , რაც გაზრდის მის რენტაბელობას.


იმ შემთხვევაში თუ იდეამ 28 აპრილამდე 2500 ხმა დააგროვა, ჯერი უკვე დედაქალაქის მთავრობაზეა. დადგენილი წესების მიხედვით, საკმარისი მხარდაჭერის მიღების შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში ქალაქის მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე.


იდეის ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი მინიმალურ დანახარჯზეა გათვლილი, თუმცა კონრეტულად რა შეიძლება ღირდეს ერთი კორპუსის ფასადის შეთავაზებული ვარიანტით მოწყობა დაზუსტებული არ არის.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...


მსგავსი სიახლეები

up