თორნიკე აბულაძე: „ბანკმა არ უნდა ააშენოს და დეველოპერებმა სესხი არ უნდა გასცეს“

თორნიკე აბულაძე: „ბანკმა არ უნდა ააშენოს და დეველოპერებმა სესხი არ უნდა გასცეს“

access_time2019-06-12 10:00:30

„საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ დირექტორი თორნიკე აბულაძე „კომერსანტთან“ დეველოპერული კომპანიების მიერ შიდა განვადებების გაცემის  თემას აგრძელებს. როგორც ცნობილია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო მოსმენაზე,  სადაც ეროვნულმა ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე წლიურ ანგარიშს წარადგინა, დეველოპერული კომპანიების მიერ შიდა განვადებების მიმართ  ეროვნული ბანკის კონტროლის მექანიზმებით დაინტერესდა. 


არ შეიძლება 8,  10 და 12  წლიანი განვადებები არსებობდეს, ეს არ არის განვადება, ნებისმიერი პროექტი მთავრდება 2-3 წელიწადში.  ჩვენ მაშინ უნდა ვიცოდეთ ამ კომპანიას საიდან გააჩნია ის ფინანსური რესურსი, რომ 10 და 12 წელი მისცეს ვიღაცას, არ შეიძლება ვიღაცის გადახდილი ფული ჩვენ რისკის ქვეშ დავაყენოთ, გაგვიმეორდება ცენტრ პოინტი-განაცხადა ჭიჭინაძემ.


აბულაძის განმარტებით, რეგულაციები, რომლებიც მიღებულია იპოთეკურ სესხებზე, ავტომატურად ურტყამს დეველოპერულ ბიზნეს. მისი განცხადებით, ჭარბვალიანობის პრობლემა გასაგებია, თუმცა ამის გამო მკაცრი რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელება, სწორი არ არის.


„ეს იგივეა ვთქვათ, რომ რომელიღაც საავადმყოფოში,ყველას ჰქონდეს  38 გრადუსი სიცხე “-აცხადებს აბულაძე.


მისივე განცხადებით, დეველოპერულ ბიზნესში გაფუჭებული სესხების ოდენობა 0.98 პროცენტია. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანი, ვინც პირობითად იღებს 40 000-დოლარიან სესხს, ის ბევრად უფრო პასუხისმგებლიანია, ვიდრე ის, ვინც მაგალითად, ახალი მოდელის ტელეფონს ყიდულობს. აბულაძე ეროვნული ბანკის შეცდომად აფასებს იმას, რომ მარეგულირებელმა ყველა ეს კატეგორია „ერთ ქვაბში მოხარშა“. შესაბამისად, აბულაძის მოსაზრებით, ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები განსახორციელებელია.


„ჩვენს სექტორთან მიმართებაში ცვლილებები ნამდვილად განსახორციელებელია იმიტომ, რომ საშუალოდ 40%-ით არის შემცირებული იპოთეკური სესხების გაცემა და გაყიდვები. ამას თავად ბანკებიც ადასტურებენ,“-აცხადებს აბულაძე.


მის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში ებრძოდა არაპროფილური აქტივების საკითხს. შესაბამისად, როგორც მაშინ თვლიდა არასწორად იმას,  რომ ბანკებს ეკეთებინათ  დეველოპმენტი  და არაპროფილური ბიზნესები ჰქონოდათ,ზუსტად ასევე არასწორად მიაჩნია ის, რომ დეველოპერმა გრძელვადიანი განვადება გასცეს. აბულაძის განმარტებით, არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის სხვა რისკმენეჯმენტი და ამ შემთხვევაში სხვა საფრთხეებს შეიცავს.


კითხვაზე, კონკრეტულად რა საფრთხეებს შეიცავს დეველოპერის მხრიდან განვადებების გაცემა, აბულაძე განმარტავს, რომ ამას სხვა ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება.


„ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. დეველოპერმა აშენოს და განვადება ბანკმა გააკეთოს. ეს პირიქით არ უნდა ხდებოდეს. ბანკმა არ უნდა ააშენოს და დეველოპერებმა სესხი არ უნდა გასცეს,“ აღნიშნავს აბულაძე.


კითხვაზე, როდესაც დეველოპერი განვადებას აკეთებს, რა რისკები შეიძლება წარმოიშვას როგორც კომპანიისთვის, ისე კლიენტისთვის, აბულაძე აცხადებს, რომ ორივე შემთხვევაში რისკების  რაოდენობა საკმარისზე მეტი იქნება.


„იმის გამო, რომ  ბანკია სესხის გამცემი ორგანიზაცია, მათთვის სპეციალურადაა შექმნილი  რეგულატორი. გარდა ამისა, იარსებებს წესები, რომლის უფლებაც აქვთ ბანკებს, მაგრამ არ აქვთ სხვა ორგანიზაციებს. იგივე კრედიტ ინფოში გადამოწმება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც საბანკო სექტორში დარეგულირებულია. ახლა კი ჩვენ, დეველოპერული სექტორი იძულებულები გავხდით, რომ სესხები გავცეთ, რაც აბსოლუტურად არასწორია. ასევე არასწორია ბანკების მიერ დაწყებული მშენებლობები,“-აღნიშნავს აბულაძე.


სოფო ქსოვრელი

 

 





საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-29 21:30:34
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში,...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...


მსგავსი სიახლეები

up